შალვა პაპუაშვილი: როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 მარტი 2026, 09:26

როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველს ყოველთვის ჰქონდა ძალა, ყველაზე მძიმე დროსაც კი შეენარჩუნებინა საკუთარი სამშობლო, ღირსება და მემკვიდრეობა.

„ჩვენ გვინახავს ომები, კატაკლიზმები და ეპოქები, როდესაც ყველაფერი იშლებოდა და თავიდან იწყებოდა. მაგრამ ერთი რამ არასოდეს შეცვლილა, ქართველს ყოველთვის ჰქონდა ძალა, ყველაზე მძიმე დროსაც კი შეენარჩუნებინა საკუთარი სამშობლო, საკუთარი ღირსება და საკუთარი მემკვიდრეობა.

ამიტომ, როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ქარიშხლებს უძლებს, ფეხზე დგება და ღირსებით აგრძელებს გზას“, - წერს პაპუაშვილი და თემატურ ვიდეორგოლს აქვეყნებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი