ჯაბა ხუბუა: დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას- უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან იმიტომაც არიან უსამშობლოები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 მაისი 2026, 13:20
„გვარამია აცხადებს - მარკო რუბიომ  დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს კი არა, ჩვენ - ნაცებს მოგვილოცაო!  მანამდე გვარამიამ ისიც თქვა - აქციაზე იმდენი უნდა შევიკრიბოთ, ერევანში ჩასულმა რუბიომ იქიდან დაგვინახოსო! დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რომ რუბიო ვაშინგტონიდან  ერევანში, რეალურად, მარტო  იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას“- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. 

როგორც ხუბუა აღნიშნავს, უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან საქართველოს ინტერესების დათმობისა და დაზიანების ხარჯზე, იმიტომაც არიან უსამშობლოები და იმიტომაც აღარასოდეს აღარ ჩააბარებს სამშობლოს  ქართველი ხალხი კოლექტიურ გვარამიებს.

„გვარამია აცხადებს - მარკო რუბიომ  დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს კი არა, ჩვენ - ნაცებს მოგვილოცაო! 
მანამდე გვარამიამ ისიც თქვა - აქციაზე იმდენი უნდა შევიკრიბოთ, ერევანში ჩასულმა რუბიომ იქიდან დაგვინახოსო! 

დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რომ რუბიო ვაშინგტონიდან  ერევანში, რეალურად, მარტო  იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას, როგორც საბჭოთა ხანაში თბილისელები პანტიანში მიდიოდნენ საფეხბურთო რეპორტაჟების საყურებლად. 

უცხოს, გადამთიელის დასანახად და საამებლად რომ ცხოვრობენ და საქმიანობენ, უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან საქართველოს ინტერესების დათმობისა და დაზიანების ხარჯზე, იმიტომაც არიან უსამშობლოები და იმიტომაც აღარასოდეს აღარ ჩააბარებს სამშობლოს  ქართველი ხალხი კოლექტიურ გვარამიებს.“- წერს ხუბუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი