ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 13 ივნისი 2026, 10:12
“ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია - არანაირი!

წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებს პასუხს - იქნება ეს ფორმიანი თუ უფორმო.” - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე და ამბობს, რომ წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში. 

სადღობელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმსა და “ქართული ოცნების” მმართველობას შორის ავლებს პარალელს და ამბობს, რომ ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია. 

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე და ამბობს, რომ წარსულის მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ. 

“აქ მთავარი სხვა რამ არის: წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში!
ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია:
 არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის;  და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები არათუ ისჯებოდნენ, არამედ ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ და წახალისებულნი იყვნენ.
აი, ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ მფარველობასა და სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ატარებენ დღემდე მოძალადის იარლიყს. ამ სისტემის შემოქმედნი სააკაშვილი, ახალაია, გვარამია, ბოკერია და სხვა ოდიოზური ფიგურები იყვნენ - რის გამოც რამდენიმე მათგანმა სასჯელი უკვე მოიხადა ან ახლაც იხდის.
წარსულის ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ!”- წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი