თამარ ჩიბურდანიძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები აფუძნებენ ეროვნულ მოძრაობას. სწორედ ეს იყო მისაღწევი!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ივლისი 2026, 18:19

ახალგაზრდული მოძრაობა „ეროვნული თაობის“ დაფუძნებას ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ეროვნულ მოძრაობას სწორედ ახალგაზრდები აფუძნებენ. მისივე თქმით, ბოლო წლებში საზოგადოების ნაწილში არსებობდა განცდა, რომ ახალგაზრდები ეროვნულ ღირებულებებს შორდებოდნენ, თუმცა დღეს გამოჩნდა, რომ ეს წარმოდგენა სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას.

„ახალგაზრდობას რომ უდიდესი ძალა აქვს, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რაში გამოიყენებს ამ ძალას? ბოლო წლებია, ვხედავთ ქუჩის პროცესებს და გვესმის საზოგადოების წუხილი, რომ ეს თაობა არ არის ეროვნული და ქართულ ფასეულობებს საფრთხე ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების მიმართ საერთო დამოკიდებულება თითქმის ერთიანად ნეგატიური იყო, მაინც ჩანდა იმედის სხივი, რომ ერთხელაც ქართული გენი იფეთქებდა სწორედ ამ თაობაში.

სიმართლე ის არის, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, რომელიც ჩუმად იყო და არ ხმაურობდა, რეალურად არ ჩანდა. საზოგადოებას კი ეგონა, რომ მხოლოდ სხვა ღირებულებებისთვის მებრძოლი თაობა მივიღეთ. ასე არ იყო და ეს დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. ასე ხდება ისტორიულად - როდესაც ერს იმდენად დაწნეხენ, რომ სუნთქვა უჭირს, ამ დროს იფეთქებს ეროვნული მოძრაობა, რომელსაც სათავეში სწორედ ახალგაზრდობა ჩაუდგება.

დღეს დაფუძნდა ახალგაზრდული მოძრაობა - „ეროვნული თაობა“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები აფუძნებენ ეროვნულ მოძრაობას. სწორედ ეს იყო მისაღწევი.

დარწმუნებული ვარ, მათ თანატოლებზე მეტად უფროსი თაობა გაახარეს. თაობათაშორის ურთიერთობებზე და „დაკარგულ ღირებულებებზე“ ყოველ საუკუნეში იყო წუხილი, მაგრამ რაც დღეს ხდება, ეს პროცესების კულმინაციაა და სწორედ ამ დროს იყო საჭირო ახალგაზრდული აპოლიტიკური ეროვნული მოძრაობის დაფუძნება.

წარმატებებს ვუსურვებ „ეროვნულ თაობას“! დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები დიდ ტალღას ააგორებენ და თავიანთ ღირსეულ სიტყვას იტყვიან თანამედროვეობაში. მთავარია, მათ შეძლონ ერუდირებული დიალოგის და დამაჯერებელი კამათის მეშვეობით ახალგაზრდების შემოკრება, გაერთიანება და არა დაყოფა. ისინი არ არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და სწორედ მათ აქვთ საშუალება, ერთი იდეის - სამშობლოს ირგვლივ გააერთიანონ საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი