ზაზა შათირიშვილი „დიფ სთეითის“ გავლენებსა და მიზნებზე ღიად საუბრობს, ტულსი გაბარდიც ამხელს „დიფ სთეითის“ მოქმედ სახიფათო პირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2025, 15:42
ქართულ რეალობაში ზაზა შათირიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილებში „დიფ სთეითის“ გავლენებსა და მიზნებზე დიდი ხანია ღიად საუბრობს. თავდაპირველად მის მიერ „დიფ სთეითის“ მხილება ქართული საზოგადოებისათვის შოკი იყო, მაგრამ მისმა არგუმენტირებულმა გზავნილებმა შედეგი გამოიღო და საზოგადოების დიდ ნაწილს დღეს კარგად ესმის ის საფრთხეები რაც „დიფ სთეითიდან“ მომდინარეობს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „დიფ სთეითის“ შესახებ ღიად საუბრობს ტულსი გაბარდიც, რის გამოც, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ სამიზნე გახდა. მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მდგომარეობაა საქართველოშიც და დროა ყველამ გაიაზროს ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები.

„ქართულ რეალობაში ზაზა შათირიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილებში „დიფ სთეითის“ გავლენებსა და მიზნებზე დიდი ხანია ღიად საუბრობს.

თავდაპირველად მის მიერ „დიფ სთეითის“ მხილება ქართული საზოგადოებისათვის შოკი იყო, მაგრამ მისმა არგუმენტირებულმა გზავნილებმა შედეგი გამოიღო და საზოგადოების დიდ ნაწილს დღეს კარგად ესმის ის საფრთხეები რაც „დიფ სთეითიდან“ მომდინარეობს.

ოპოზიცია ამ საკითხზე საზოგადოებასთან დამცინავი ირონიით საუბრობს და „დიფ სთეითისაგან“ გამოწვეულ საფრთხეებს ზაზა შათირიშვილისა და ხელისუფლების პოლიტიკურ ილუზიად ასაღებს.

თუმცა ფაქტებით დასტურდება, რომ „დიფ სთეითი“ არის ძალა რომელიც საფუძველს უყრის ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დაპირისპირებას, ქურდობას, ძარცვასა და გარყვნილებას და ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი ხმამაღლა საუბრობს.

ის ამხელს „დიფ სთეითის“ მოქმედ სახიფათო პირებს, რომლებიც დაზვერვის სტრუქტურებში არიან, რადგან თვლის რომ ამ მხილებას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს.

ამ ფონზე „დიფ სთეითის“ პროპაგანდის ფრთა სრული პანიკის რეჟიმშია და ტულსი პირდაპირ მათი სამიზნე გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი