დავით ქართველიშვილი: იტალიაში შემდგარმა კონტაქტებმა დააფიქსირა პრაგმატული "სტატუს-კვო": საქართველო არ ირჩევს თვითიზოლაციის გზას, მაგრამ არც დამყოლი მოთამაშის როლს ირგებს საკუთარ თავზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 თებერვალი 2026, 10:37
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს იტალიაში, ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ისინი არაფორმალურ ფორმატში შეხვდნენ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და ევროპელ ლიდერებს. ქართველიშვილი წერს, რომ დამყარებული კონტაქტები ადასტურებს, რომ საქართველო რჩება დასავლური დიპლომატიის სივრცეში: 

„თბილისზე მიმართული კრიტიკის მიუხედავად, შეერთებულ შტატებთან პირდაპირი დიალოგი უმაღლეს დონეზე შენარჩუნებულია. შეხვედრები გაიმართა არაფორმალურ ფორმატში, რაც დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს ესკალაციისგან შეგნებულ თავის არიდებას“ - წერს ქართველიშვილი. 

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ დასავლეთთან ამგვარი, პირდაპირი საუბარი უფრო მომგებიანია, ვიდრე თავის მართლების პოზაში ყოფნა და სასანქციო შანტაჟის მოგერიება. 

„მიხეილ ყაველაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის იტალიაში გამართული სამუშაო კონტაქტები აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, რაც არ უნდა გავუხეთქო ამით ჩვენს "ოპოზიციას" გულები, ადასტურებს ერთ მთავარ გარემოებას: რთული პოლიტიკური ფონისა და თბილისზე მიმართული კრიტიკის მიუხედავად, შეერთებულ შტატებთან პირდაპირი დიალოგი უმაღლეს დონეზე შენარჩუნებულია. შეხვედრები გაიმართა არაფორმალურ ფორმატში, რაც დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს ესკალაციისგან შეგნებულ თავის არიდებასა და კომუნიკაციის სამუშაო რეჟიმში შენარჩუნებას.
ნიშანდობლივია, რომ ამერიკულმა მხარემ თავი შეიკავა ულტიმატუმებისგან და საჯარო მორალისტური რიტორიკისგან „დემოკრატიის უკუსვლის" გამო თავისი „აღშფოთებული შეშფოთების" თაობაზე, რაც ბოლო წლებში ხშირად ახასიათებდა დესტრუქციული ევროპული პოლიტიკური დისკურსის ნაწილს. კონტაქტები მიმდინარეობდა ნეიტრალურ დიპლომატიურ ლოგიკაში, „წითელი ხაზებისა“ და სანქციური მუქარების გარეშე. საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ იგი კვლავ აღიქმება, როგორც საგარეო პოლიტიკის სუბიექტი და არა როგორც ზეწოლის ობიექტი, ხოლო ვაშინგტონი ამჯობინებს პირდაპირ საუბარს და არა საჯარო კონფრონტაციას.
ვიზიტის ევროპულმა კონტურმაც გაამყარა ეს სიგნალი. საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ვახშამში, პროტოკოლური, თუმცა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ჟესტი იყო. ასეთ ფორმატებში გადამწყვეტი არ არის მოლაპარაკებების მოცულობა, არამედ მთავარია თავად ჩართულობის ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო რჩება ევროპული დიპლომატიური სივრცის ლეგიტიმურ მონაწილედ, მიუხედავად მისი „პრობლემურ პარტნიორად“ წარმოჩენის მცდელობებისა.
ჯამში, იტალიაში შემდგარმა კონტაქტებმა დააფიქსირა პრაგმატული "სტატუს-კვო": საქართველო არ ირჩევს თვითიზოლაციის გზას, მაგრამ არც დამყოლი მოთამაშის როლს ირგებს საკუთარ თავზე. ეს არის რეალიზმის დიპლომატია, ხმაურიანი ჟესტებისა და ილუზიების გარეშე, თუმცა მკაფიო გააზრებით, რომ აშშ-სა და წამყვან ევროპულ დედაქალაქებთან პირდაპირი საუბარი თბილისისთვის სტრატეგიულად უფრო მომგებიანია, ვიდრე ტენდენციური და სუბიექტობა დაკარგულ ცენტრებთან უაზრო თავის მართლების პოზაში, უსამართლო სასანქციო შანტაჟის მოგერიება“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი