დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 მარტი 2026, 14:16

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ხელისუფლების დამარცხების პერსპექტივას განიხილავს. ის ამბობს, რომ ცვლილებების მომხრეა, თუმცა, არსებული ოპოზიციური სპექტრით ხელისუფლების ცვლილების გზას ვერ ხედავს.

„ქართული პოლიტიკის პარადოქსი: მე რასაც ვუყურებ, თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით სამაგიეროდ თავად ხელისუფლებაა ისეთი და იმისთანებს შვრება, რომ საკუთარი თავის დამმარცხებელიცაა და შემცვლელიც გინდ არჩევნების, გინდ რევოლუციის თუ დამხობის გზით. ასე, რომ საბოლოო ჯამში მთავარია ვისი აჯობებს. P. S. ჩემი პოზიცია თუ ვინმეს აინტერესებს, მე ყოველთვის ცვლილებების მომხრე ვარ, ამიტომ ამ შეჯიბრში ხელისუფლების მოგებას (ანუ საბოლოო ჯამში წაგებას) ვგულშემატკივრობ.“- წერს ზურაბიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი