გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 09:54

​სუს-ის განცხადებით, ყალბი ბოტ-ანგარიშებით ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის მტრული გარემო იყო შექმნილი (მაგალითად, ტურისტების მიმართ ძალადობისა და მომსახურების განზრახ გაუარესების შესახებ). უწყება ამტკიცებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხოური ონლაინმედიის საშუალებითაც, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ​არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ნაცძონძების“ ქუჩის პროტესტის ფიასკოს შემდეგ საქართველოს მტრები უკან დაიხევდნენ; შესაბამისად, ფორსირებულად განახლდა ანტისახელმწიფოებრივი აქტივობა საქართველოს, როგორც მშვიდობიანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეპუტაციაზე.

„ეკონომიკური კრიზისი რეჟიმს მოწყვლადს ხდის“ - შარშან აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი.

​არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ნაცძონძების“ ქუჩის პროტესტის ფიასკოს შემდეგ საქართველოს მტრები უკან დაიხევდნენ; შესაბამისად, ფორსირებულად განახლდა ანტისახელმწიფოებრივი აქტივობა საქართველოს, როგორც მშვიდობიანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეპუტაციაზე.

​ტურისტული იმიჯის დაზიანება ყველაზე სწრაფად ურტყამს სტუმარმასპინძლობას, ტრანსპორტსა და მცირე მომსახურების ბიზნესებს, მაგრამ საბოლოოდ ეფექტი მთელ ეკონომიკაზე ვრცელდება.

კრიზისის გაღრმავება, ფართო შფოთის დათესვა იმ ანტიქართული გარე ძალების ოცნებაა, რომელთაც სურთ დესტრუქციის გზით ხელისუფლებაში დასვან ნაცმანქურთები, რომლებსაც იოლად გამოიყენებენ საქართველოს „ბომბების ცვენის რეჟიმში“ გადასაყვანად.

​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო უცხოეთიდან მართული, საქართველოში მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანიის გამო, რომელიც, უწყების თქმით, საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ისახავდა მიზნად.

​სუს-ის განცხადებით, ყალბი ბოტ-ანგარიშებით ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის მტრული გარემო იყო შექმნილი (მაგალითად, ტურისტების მიმართ ძალადობისა და მომსახურების განზრახ გაუარესების შესახებ). უწყება ამტკიცებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხოური ონლაინმედიის საშუალებითაც.

​გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, ვინ იდგა კამპანიის უკან, როგორ ფინანსდებოდა და რა მიზანი ჰქონდა. სუს-ი ამას აფასებს, როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი