მიხეილ სააკაშვილი - ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აგვისტო 2026, 05:57

რაზე სკდებიან ბოღმით „ქოცები“ და მათი პატრონები რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიედნტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

მისი თქმით, 2008 წელს საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მიუტოვებია ხალხი განსაცდელში.

„რაზე სკდებიან ბოღმით ქოცები და მათი პატრონები რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ. საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მივატოვე ჩემი ხალხი განსაცდელში, პირიქით სრულიად საქართველო და მთელი დემოკრატიული სამყარო ფეხზე დავაყენე და საქართველო გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ჩვენ კი გავაგრძელეთ დიდი აღმშენებლობაც და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმები.

ისინი დღემდე სასტიკად გაბრაზებულები არიან და პიარის პერსონას უწოდებენ ჩვენს ალვანელ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, იმისთვის რომ თავი არ დახარა, დამპყრობლის ჩექმებს არ აკოცა, უმაღლეს მთავარ სარდალს არ შეაგინა და უყოყმანოდ გაწირა სიცოცხლე საქართველოსთვის. ქოცს, რომელიც საკუთარი ნებით დახოხავს დამპყრობლის წინაშე, ისტერიულად ეშინია ასეთი გაუტეხელი ადამიანების, ამიტომაც ებრძვიან გიორგის ხსოვნას.

მათ ვერ უპატიებიათ ქართული ჯარისთვის, რომ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში მოგვაგებინა რამდენიმე დღე, სანამ მსოფლიო ჩაერეოდა, ამიტომაც ლამობენ ქართული ჯარის დასაჭურისებას, საბრძოლო სულისკვეთების ჩაკვლას, ამიტომაც მოკლეს ქართული სამხედრო წარმოება და ბოლოს, მათ ვერ უპატიებიათ ქართველი ერისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში ერთ მუშტად შევიკარით, ჩვენი განსხვავებები გვერდზე გადავდეთ და ასე ერთიანი წარვდექით მტრის და მსოფლიოს წინაშე.

სწორედ ამიტომ 14 წელია უმოწყალოდ შურს იძიებენ ქართველებზე, თავისუფლებას ართმევენ, ამცირებენ, ავიწროებენ, ქვეყნიდან ყრიან და მათ ნაცვლად რუსებს და სხვებს ასახლებენ, მთელს მსოფლიოში სახელს უტეხავენ. ერთი უღირსი მოღალატის პირად მონობაში და საკუთრებაში გაყიდეს მთელი ქვეყანა.

მაგრამ რამდენი ასწლეულიც არ უნდა გავიდეს, მომავალი თაობების ქართველებს ემახსოვრებათ, რომ ღირსება და თავისუფლება დავიცავით, დაუნდობელ იმპერიას ხელი შევუბრუნეთ, მსოფლიო დავარწმუნეთ, რომ ღირსი ვიყავით მხარდაჭერის და საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო რეფორმები განვახორციელეთ, რომ უმძიმესი დარტყმის შემდეგ ისევ დავდექით ფეხზე და გავაგრძელეთ სწრაფი განვითარება და ძალიან წარმატებული საქართველოს პრეცედენტი შევქმენით.

აღარ არიან ანწუხელიძე და შინდისის გმირები, აღარ ვიქნები მე და წავლენ დღევანდელი თაობები, მაგრამ დარჩევა და მრავალი სახეცვლილებით მაინც იარსებებს მარადიული საქართველოს იდეა, წარმოუდგენლად მამაცის, ნიჭიერის და მაშინაც კი, როცა აღარავინ არ ელის ამას, ყოველ ჯერზე ფეხზე წამომდგომი და სრულიად უიმედო სიტუაციებიდან გამარჯვებულად გამომსვლელის. დიდება გმირებს! დიდება მარადიულ საქართველოს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ბარამიძე - ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა
პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
სახალხო დამცველი – ომიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე
არქივი