გია ბარამიძე - ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აგვისტო 2026, 08:33

როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა, - განუცხადა მედიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მისი თქმით, საქართველომ 2008 წელს მოახერხა რუსეთის აგრესიის შეჩერება და დამოუკიდებლობის გადარჩენა.

„აქ ვართ 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ფართომასშტაბიანი შემოტევა საქართველოს წინააღმდეგ. აქტიური სამხედრო მოქმედებები ბევრად ადრე, პირველში დაიწყო, მაგრამ ჩვენი მთავრობა თავს იკავებდა სამხედრო პასუხისგან. როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, მიემართებოდნენ ცხინვალისკენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც საქართველოს გეოგრაფია იცის, ქართული სოფლები ფაქტობრივად უნდა აეწიოკებინათ და ბუნებრივია, აბსოლუტურად დაუშვებელი იქნებოდა, ქართულ სახელმწიფოს ამაზე რეაგირება არ მოეხდინა, ამ ფართომასშტაბიან შემოჭრაზე და იმ საფრთხეზე, რომელიც ემუქრებოდა ჩვენს მოსახლეობას. სწორედ ის გააკეთა საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა.

გასცა ბრძანება, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომხდარიყო ჩვენი მთავრობის, საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაცია. პირველ ყოვლისა, ჩვენი ხალხის, გმირების თავდადებამ და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გვერდში დგომამ გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა, რაც ვერ მოახერხა წინა, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობამ 1921 წელს. საქართველომ 2008 წელს მოახერხა რუსეთის აგრესიის შეჩერება და ჩვენი დამოუკიდებლობის გადარჩენა“, - აღნიშნა ბარამიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმაურება და მას საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაში და სიცრუეში ადანაშაულებს
კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას
კახა კალაძე საბოტაჟის საქმეზე: ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის მიზანი ქვეყნის ეკონომიკისა და ქართველი ხალხის დაზიანებაა
პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
არქივი