დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: რა საჭიროა აგენტოკრატების მარიონეტისთვის მისთვის უჩვეულო სფეროში - სიმართლის მხარეზე გადანაცვლება, როდესაც არსებობს რუსეთი და „რუსული"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 თებერვალი 2024, 15:13
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში და იქ გაკეთებულ განცხადებებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, როცა საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევით საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დადგება. ქართველიშვილის თქმით, რუსეთის ფაქტორთან შეგუება ჩვენ უკვე 33 წელიწადია გვიწევს და ამის შესახებ ამ ქალბატონის შეხსენება ჩვენ არ გვჭირდება.
„დიდ ბრიტანეთში მყოფმა ნაცების მესამე პრეზიდენტმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა მისთვის უცხო ქვეყნის - საქართველოს შესახებ. Sky News-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს თითქოსდა ერთადერთი საგარეო საფრთხე ემუქრება: „რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევით და ჰიბრიდული ომის გაჩაღებით“.
მისი ეს განცხადება ემსახურებოდა დანარჩენი, რეალური, გამოვლენილი და აშკარა საგარეო საფრთხეების დაჩრდილვას და ძირითადი ყურადღების გადატანას ნაცნობი, „რუსული არჩევნების" მიმართულებით. ეს არის ნაცების მესამე პრეზიდენტის მიერ შემოგდებული ახალი საარჩევნო ბრენდი. სწორედ ამ სტიგმის გავრცელებას ემსახურებოდა მისი ლონდონური ვოიაჟი. რა თქმა უნდა, არც ერთ სიტყვა დასავლეთის მიერ მილიარდობით დახარჯულ ფინანსურ მცდელობაზე 2020-2021 წწ. არჩევნების შედეგებზე სიცრუეზე აგებული ზეგავლენების მოხდენაზე; არც ერთი სიტყვა USAID-ისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სპონსორის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში შეტანილი წვლილის შესახებ; არც ერთი სიტყვა NDI, IRI თუ Edison-ის მხრიდან წინასაარჩევნოდ არაერთ გაყალბებულ კვლევაზე; არც ერთი სიტყვა გამყალბებელ ISFED-ზე და ა.შ. რა საჭიროა აგენტოკრატების მარიონეტისთვის მისთვის უჩვეულო სფეროში - სიმართლის მხარეზე გადანაცვლება, როდესაც არსებობს რუსეთი და „რუსული": ოცნება, კანონები, სასამართლო, სარწმუნოება, შობა, არჩევნები. რუსეთის ფაქტორთან შეგუება ჩვენ უკვე 33 წელიწადი გვიწევს და ამის შესახებ ამ ქალბატონის შეხსენება ჩვენ არ გვჭირდება. განსაკუთრებით იმ წინაპრების შთამომავალ ქალბატონს, რომლებმაც ბოლშევიკური რუსეთის ხელში მიატოვეს საქართველო და რომლის ახალი სამშობლო საფრანგეთი საბჭოთა ქართველებმა, ბერლინის აღებით საკუთარი სიცოცხლის ფასად გაათავისუფლეს ფაშისტებისაგან. გაათავისუფლეს იმისთვის, რომ დღეს მან, როგორც ჩანს, შური იძიოს მისთვის მიუღებელ ქვეყანაზე და მის „საბჭოური, რუსული" წარსულის მქონე შვილებზე," - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი