დიმიტრი გვრიტიშვილი დავით ზედელაშვილზე: წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც საქართველოს სასამართლოზე დაგეშილმა ე.წ. არასამთავრობო სექტორმა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და მედიასაშუალებებმა ნეიტრალურ ,,ექსპერტად“ შემოგვასაღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 აპრილი 2024, 18:30

წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც საქართველოს სასამართლოზე დაგეშილმა ე.წ. არასამთავრობო სექტორმა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გარკვეულმა მედიასაშუალებებმა (განსაკუთრებით - ტელეკომპანია ,,ფორმულამ“) ვითომ ნეიტრალურ ,,ექსპერტად“ შემოგვასაღეს სამართლებრივ საკითხებსა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სინამდვილეში კი, ეს ადამიანი სრულიად მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს, - წერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი დავით ზედელაშვილის შესახებ, ფეისბუქ-სტატუსს კი ე.წ. „სქრინშოტს" ურთავს, რომელშიც ზედელაშვილი არსებული ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობაზე და ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივ სიკვდილზე საუბრობს.

გვრიტიშვილის განცხადებით, ზედელაშვილი არის ე.წ. "ვეტინგის" იდეოლოგი საქართველოში და ამ პროცედურაზე გზამკვლევის ძირითადი ავტორი. მისივე თქმით, გარკვეული პირები ცდილობენ, ზედელაშვილი ნეიტრალურ ექსპერტად წარმოაჩინონ, თუმცა, ნათლად ჩანს მისი ნამდვილი სახე და ძალადობრივი მისწრაფებები.

"წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც საქართველოს სასამართლოზე დაგეშილმა ე.წ. არასამთავრობო სექტორმა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გარკვეულმა მედიასაშუალებებმა (განსაკუთრებით - ტელეკომპანია ,,ფორმულამ“) ვითომ ნეიტრალურ ,,ექსპერტად“ შემოგვასაღეს სამართლებრივ საკითხებსა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სინამდვილეში კი, ეს ადამიანი სრულიად მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს.
ეს დავით ზედელაშვილია, საქართველოში ე.წ. ვეტინგის იდეოლოგი, ამ პროცედურის პრაქტიკულად განხორციელებაზე გზამკვლევის ძირითადი ავტორი, რომელიც შეიქმნა სოროსის ფონდის დაკვეთით; სწორედ ამ ფონდში მოეწყო ზარ-ზეიმით ამ გზამკვლევის პრეზენტაცია 2022 წლის 21 თებერვალს (იხ: ლინკი ქვემოთ). მაგისტრის აკადემიური ხარისხისათვის განათლებაც ამ ბატონმა სოროსის ფონდის ხელშეწყობით მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.
ქვემოთ, ფეისბუქ-პოსტის (რომელიც დადებიდან რამდენიმე საათში წაშალა) „სქრინშოტიდან“ ჩანს ამ ადამიანის ნამდვილი სახე და მისწრაფებები, რომლითაც ცხადია, რომ მას არაფერი აქვს საერთო სამართლებრივი საკითხების ექსპერტობასთან; ამ ფეისბუქ-პოსტში საუბრობს კონკრეტული პოლიტიკური ძალის (,,ნაციონალური მოძრაობის“) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებიდან გამომდინარე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი, რომელსაც თავისი მიზნის მისაღწევად სხვა ვერაფერი მოუფიქრებია, თუ არა პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივი სიკვდილი.
ამდენად, სრული ოქსიმორონია ამ ადამიანის ექსპერტობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რადგან ,,მეცნიერულად“ შეფუთული მეთოდების მიღმა აშკარად მოჩანს ძალადობრივი მეთოდების გამოყენების სურვილიც და შესაძლებლობაც. ამიტომ, ე.წ. ვეტინგის დაშვების შემთხვევაში, მალევე აღმოჩნდება, რა გეგმაა შედგენილი მოსამართლეთა მიმართ - სახრჩობელას თუ გილიოტინის ამოქმედება." - წერს გვრიტიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი