ვიცოდით, რომ ევროსასამართლოები ლგბტ დღის წესრიგს საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო გაამყარებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ნოემბერი 2025, 17:05

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.

მისივე თქმით, Ჩვენს თვალწინ ინგრევა ევრობიუროკრატია და ევროსაბჭოთა კავᲨირი - ამ ნგრევებᲨი რომ არ დავზიანებულვიყავით, ერთი წლის წინ შევაᲩერეთ Ჩვენი სუიციდალური „ინტეგრაცია“.

„საჭადრაკო დაფაზე „შაჰმატის" და „ჩაპაევის“ განსხვავებულობაზე არაერთგზის მოგვიყვანია ჩვენი მოსაზრება - ევრობიუროკრატია იმის გამოც ვერ გვიტანს, რომ მათი მზაკვრული ჩანაფიქრების ჭვრეტა წინმსწრებად შეგვიᲫლია და ყველაფერში, რასაც ამ ხელისუფლების დონეზე ვაკეთებთ, ერთი ნაბიჯით წინ ვახერხებთ. ჩვენს თვალწინ ინგრევა ევრობიუროკრატია და ევროსაბჭოთა კავᲨირი - ამ ნგრევებᲨი რომ არ დავზიანებულვიყავით, ერთი წლის წინ (28 ნოემბერს) შევაᲩერეთ Ჩვენი სუიციდალური „ინტეგრაცია". ვიცოდით, რომ ევროსასამართლოები ლგბტ დღის წესრიგს საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო გაამყარებდნენ - წინმსწრებად მივიღეთ პრევენციული კონტრზომები და ავკრძალეთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების სიგიჟე. საქართველოზე, როგორც „კერკეტ კაკალზე“ კიდევ არაერთ უკბილო პირში დარᲩენილ კიჭებს მოიტეხს გაუკუღმართებული იდეოლოგიის მატარებელი მახინჯი სისტემა. მთავარია - ჩვენგან შორს იყვნენ. მაქსიმუმ, რასაც კანონი ვერ აუკრძალავს საქართველოში, ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაპროტესტებლად, შესაბამის სანომრე ნიშანს თუ გარისკავენ - მაგრამ ამის სწორნაწლავიც არა აქვთ...“- წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი