გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 დეკემბერი 2025, 18:58

გაეროში რეზოლუციის კენჭისყრამ, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ეხებოდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოების პოზიციები. სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაიჯანი და თურქეთი კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ, ხოლო საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება, ამის მიუხედავად, გარკვეული ევროპული ბიუროკრატიული წრეები კვლავ გამოხატავენ უკმაყოფილებას, თითქოს საქართველოს მოქმედებები არასაკმარისია და ხშირ შემთხვევაში, არც უკრაინა იმჩნევს საქართველოს მიერ გაწვდილ მეგობრობის ხელს.

„გაეროში რეზოლუციის კენჭისყრამ, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ეხებოდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოების პოზიციები. სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაიჯანი და თურქეთი კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ, ხოლო საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ საქართველო ომის დაწყების დღიდან უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და პრინციპულ მხარდამჭერად რჩება.

სამართლიანია გავიხსენოთ, რომ საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება. ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერი იყო უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობით, საქართველომ პირველმა შექმნა უკრაინელი ბავშვებისთვის, უკრაინულენოვანი სასწავლო სექტორი, საქართველო შეუერთდა ასობით საერთაშორისო რეზოლუციასა და ინიციატივას, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს და ხალხის უსაფრთხოებას ეხებოდა.

მიუხედავად ამისა, გარკვეული ევროპული ბიუროკრატიული წრეები კვლავ გამოხატავენ უკმაყოფილებას, თითქოს საქართველოს მოქმედებები არასაკმარისია. თუმცა ფაქტები სხვას ამბობს. გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არა სიტყვებით, არამედ პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში.

სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის სათანადო აღქმა ყოველთვის არ ხდება და საქართველოს მიერ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიცია მყარია, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა ხაზს უსვამს, რომ საქართველო მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და იცავს ღირებულებებს რომლებიც საერთაშორისო სამართალს, ჰუმანურობასა და პარტნიორობის პრინციპებს ეყრდნობა“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი