ყოველი მთავრობა იძულებული იქნება იხელმძღვანელოს არა იდეოლოგიური სიმპათიებით, არამედ იმ ფასით, რომელსაც საკუთარი საზოგადოება იხდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 აპრილი 2026, 09:28
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება უნგრეთის არჩევნების შედეგებს, რომელშიც ორბანი დამარცხდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა პარტიამ. 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ცვლილება და ახალი კაბინეტი ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა უნგრეთი, არ ნიშნავს ქცევის ლოგიკის შეცვლას:

„ახალ კაბინეტს შეუძლია უფრო რბილად ილაპარაკოს, ბრიუსელისთვის უფრო მისაღები ჩანდეს და დემონსტრაციულად აღარ აჟღერებდეს მოსკოვთან ძველ პირად კავშირებს, მაგრამ იგი მაინც იმავე პოლიტიკური მათემატიკის მძევალი დარჩება - არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა სხვის ომში და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა დანაკარგები“ - წერს დავით ქართველიშვილი. 

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ორბანი ბრიუსელისთვის ფარი იყო. ქართველიშვილი წერს, რომ თუ ახალი უნგრული ხელისუფლება არ შეუშლის ხელს უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფას, ევროკავშირს მოუწევს არასებული თანხების მოძიება, ან „უკრაინული რიტორიკის საზღვრების საჯაროდ აღიარება“.

 „და მაინც, ვეცადოთ ჩავწვდეთ "აკაცუკთა სიჩლუნგეს", ანუ მათ "უნგრულ სიხარულს". 
ამ შეფასებაში ობიექტური ვიქნები, ვინაიდან არც არჩევნების წინ, არც არჩევნების მსვლელობისას - ვერ იპოვით ვიქტორ ორბანის მხარდამჭერ, ან არჩევნების შედეგების პროგნოზის ამსახველ, ჩემ მიერ დაწერილ ვერც ერთ სტატუსს. არადა, წერა რომ მიყვარს და ვერავინ დამასწრებდა, ამაში შევთანხმდეთ. არ ვწერდი ორი მარტივი მიზეზის გამო: 1) საქართველოზე ნებისმიერი შედეგი ვერ აისახებოდა უარყოფითად და 2) ბრიუსელისთვის ორბანის დამარცხება შესაძლოა პიროსის გამარჯვებად იქცეს. ასეა თუ ისე, არჩევნების შედეგი ცნობილია და ამით ცენტრალური ევროპა საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკური რომანტიზმის ეპოქას, როდესაც საგარეო პოლიტიკა ლოზუნგებზე, მორალურ დეკლარაციებსა და ბრიუსელის საერთო კურსისადმი დემონსტრაციულ ლოიალობაზე იყო აგებული. მის ადგილს იკავებს ცივი ეროვნული გათვლა: ყოველი მთავრობა, მიუხედავად ლიდერთა გვარებისა, იძულებული იქნება იხელმძღვანელოს არა იდეოლოგიური სიმპათიებით, არამედ იმ ფასით, რომელსაც საკუთარი საზოგადოება იხდის. 

სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ცვლილება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთია, არ ნიშნავს თავად ქცევის ლოგიკის შეცვლას: ახალ კაბინეტს შეუძლია უფრო რბილად ილაპარაკოს, ბრიუსელისთვის უფრო მისაღები ჩანდეს და დემონსტრაციულად აღარ აჟღერებდეს მოსკოვთან ძველ პირად კავშირებს, მაგრამ იგი მაინც იმავე პოლიტიკური მათემატიკის მძევალი დარჩება - არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა სხვის ომში და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა დანაკარგები. აქედან გამომდინარეობს ბრიუსელისთვის მეორე, გაცილებით მტკივნეული შედეგი: ერთიანი დისციპლინის მექანიზმი, დიდი ალბათობით, სწორედ ამ შედეგით შიგნიდან დაიშლება. დიახ, უნგრული ხმაურიანი ვეტოები შეიძლება შემცირდეს, გაქრეს პერსონალიზებული კონფრონტაცია, მაგრამ ეს ძველ ევროპულ მონოლითობას ვერ აღადგენს. 

პირიქით, წინააღმდეგობა უბრალოდ საჯარო ფორმიდან ფარულში გადავა: რეგიონის ქვეყნები სულ უფრო იშვიათად დაბლოკავენ გადაწყვეტილებებს ღიად, მაგრამ სულ უფრო ხშირად ჩაშლიან მათ შესრულების, გაჭიანურების, საბიუჯეტო შეთანხმებებისა და შიდა დათქმების დონეზე. პარადოქსი ის არის, რომ თავად ბრიუსელისთვის ვიქტორ ორბანის ფიგურა დიდი ხნის განმავლობაში მოსახერხებელი ფარი იყო: სანამ ბუდაპეშტი მრავალმილიარდიან დახმარების პაკეტებს ბლოკავდა, ევროპულ ცენტრს შეეძლო უნგრულ ვეტოზე მიეთითებინა და აერიდებინა უსიამოვნო სიმართლის აღიარება, ევროკავშირს არც თავისუფალი 90 მილიარდი აქვს და არც პოლიტიკური მზაობა, ასეთი თანხები უმტკივნეულოდ ამოიღოს საკუთარი ეკონომიკებიდან. თუ ახალი უნგრული ხელისუფლება ამ დაბრკოლებას მოხსნის, ბრიუსელი ბევრად უფრო სახიფათო რეალობის წინაშე აღმოჩნდება: ან სასწრაფოდ უნდა მოძებნოს ფული, რომელიც არ არსებობს, ან საჯაროდ აღიაროს საკუთარი უკრაინული რიტორიკის საზღვრები. 

მთავარი კი ისაა, რომ ევროპა სტრატეგიული თვითშეზღუდვის ფაზაში შედის: უკრაინის უპირობო მობილიზაციის ეპოქა იწურება არა იმიტომ, რომ ვიღაც „რუსეთის მხარეს გადავიდა“, არამედ იმიტომ, რომ თავად ევროპული სისტემა ვეღარ უძლებს ამ კურსის ფასს. უახლოეს წლებში რეგიონის მთავარი პოლიტიკური ლოზუნგი იქნება არა გამარჯვება, არა ღირებულებები და არა ისტორიული მისია, არამედ გადარჩენის მშრალი ფორმულა: ნაკლები ვალდებულება, ნაკლები რისკი, ნაკლები სხვისი კრიზისი საკუთარი ხარჯით. სწორედ ეს არის ახალი წესრიგი - მკაცრი, ცინიკური და უკიდურესად ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული. ასე რომ, თუ ვინმე ამიხსნის "აკაცუკების ეიფორიას", მადლობელი დავრჩები“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი