ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და „MIHAS“ თავზარით ხსნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 15 ივლისი 2026, 16:36

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლაშა ბუღაძეს უპირისპირდება და „იაფფასიან, აფერისტ ეგომანიაკს უწოდებს“.

მან ბუღაძის შესახებ პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ამ უკანასკნელმა, ჩერგოლეიშვილი ოპოზიციონერი ჟურნალისტისთვის „ნაგვის“ წოდების გამო გააკრიტიკა და დაწერა: „არ მინდა ის ხალხი ხელისუფლებაში, ვინც ჟურნალისტს უსინდისოდ, ქოცების სასარგებლოდ უწოდებს „ნაგავს“ (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ), და ვინც გვინახავს, რა იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც!.. გვინახავს, ჰო!“

საპასუხოდ, ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ბუღაძეს მან სტატიების ხარისხი დაუწუნა და პატივმოყვარეობაზე შეეხო, სწორედ ამიტომ ხსნის „MIHAS თავზარით“, არსებულ სიტუაციას.

„მეგობრებო, ბუღაძეს, როგორც ტაბულას ავტორს, რომელსაც ფულს ვუხდიდი მის სტატიებში ხარისხი დავუწუნე - ვუსაყვედურე რომ ანაზღაურების შესაბამისი ხარისხი დაედო და არა მის „კუხნაში“ ნაჭორავები სიტყვაკაზმულობა.

ავუხსენი, რომ მისი კალამბურები არ ყოფნის ხარისხის დასაჭერად - შრომა და თემის მოკვლევა სჭირდება.

იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და „MIHAS“ თავზარით ხსნის.

მაგ სიმართლით ივლის“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი