გიგი წერეთელი: მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა - ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 აგვისტო 2026, 12:28

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთელის განცხადებით, მიუხედავად წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა, საქართველოს დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსი არასდროს შეცვლილა, მაშინ როდესაც, მისი შეფასებით, დღეს ქვეყნის გეოპოლიტიკური მიმართულების ცვლილებაზე საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს. ამის თაობაზე მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ისაუბრა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შინაარსი რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს ჰგავს.

წერეთელის განმარტებით, 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების პოლიტიკა რუსი მოქალაქეების მიმართ არ ნიშნავდა რუსოფილიას, არამედ ეფუძნებოდა იმედს, რომ დიპლომატიური გზით შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.

მისი შეფასებით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთთან საუბრის რესურსი პრაქტიკულად არ არსებობს. მისივე თქმით, 2008 წელს საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და ხელისუფლება განასხვავებდა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას რუსი ხალხისგან, რის გამოც მშვიდობიანი ტურისტებისა და კანონიერი ბიზნესსაქმიანობის მიმართ შეზღუდვები არ მოქმედებდა.

„მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა - ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა. უკრაინაში ომმა ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთთან ლაპარაკის რესურსი არ არსებობს”- განაცხადა გიგი წერეთელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა - რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა
არქივი