აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში - აზერბაიჯანელი დეპუტატი ირაკლი კობახიძის ბაქოში ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 იანვარი 2025, 15:39
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის [პარლამენტის] წევრი მაზაჰირ ეფენდიევი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ბაქოში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ორი ქვეყანა ერთად რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას იცავს.

„დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი, როგორც რეგიონის ლოკომოტივი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, სხვადასხვა სფეროში კავშირებს ამყარებს. კერძოდ, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონში გაიზარდა სომხეთთან თითქმის 30-წლიანი ომის შემდეგ. აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობენ, მჭიდრო ისტორიული კავშირები, ურთიერთობები უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში ემყარება ურთიერთპატივისცემასა და თანასწორ მეგობრობას“, - წერს დეპუტატი.

ეფენდიევი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობამ დინამიკურად განვითარება საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. განსაკუთრებით, ეს მოხდა მაშინ, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო ჰეიდარ ალიევი, ხოლო საქართველოს ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა.

„როცა 1993 წელს დიდმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გამოაცხადა, მან, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და არსებული შესაძლებლობების ხეირიანად გამოყენებით, კიდევ უფრო გააღრმავა კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან მეგობრობის წყალობით, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო“, - აღნიშნავს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი.

ავტორი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს განვითარების, აყვავებისა და სტაბილურობის მომხრე იყო ყოველთვის. მისი თქმით, 2025 წლის 17 იანვარს ირაკლი კობახიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ აზერბაიჯანში განხორციელებული პირველი ვიზიტი ცხადყოფს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები მაღალ დონეზეა.

„მეგობრული ურთიერთობები, ტრადიციული შეხვედრები, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ დღეს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალ ჰორიზონტებს ხსნის და აგრეთვე ხელს უწყობს ხალხების საკეთილდღეოდ დიდი სამუშაოს გაგრძელებას“, - წერს დეპუტატი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი