ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 მაისი 2025, 16:41
პარტია "ხალხის ძალის" წევრი ზაალ მიქელაძე რადიკალების მიერ გამართული "ევროპის მარშს" სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში ევროპის დღე არ აღუნიშნავთ. 

ზაალ მიქელაძემ რადიკალებს მოუწოდა იფიქრონ ქართულად იმისთვის, რომ ზიზღი და სიძულვილი არ გავრცელდეს.

"არ ინერვიულოთ!!!
ნუ ,,დაისტრესებით", ერთმანეთს ნუ დაერევით, მთელი თვის ნარბენ- ნაგროვები ,,ევროპის" მარშზე, მეტი რომ ვერ გაიყოლიეთ... გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას, ტელევიზიას და აღმოაჩენთ,  რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არც მარშით, არც კონცერტით არ აღნიშნულა.
 ნუ ააბდლებინებთ თავს ,,ჰერჩინსკებს" და ნუ აბჟუტურებთ ,,ლავროვფილ" თუ ,,მაკრონფილ" სალომეს. 
დაეშვით დედამიწაზე, იფიქრეთ და იმოქმედეთ ქართულად...მხარდამჭერებს თუ ვერ დაიმატებთ, ზიზღსა და სიძულვილს მაინც არ მიეცემა ასპარეზი,"- წერს ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი