საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია "ნაცმარიონეტებითურთ" დისტოპიურ სურათს ხატავს - ევროკომისიის ანალიტიკოსების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 10 სექტემბერი 2025, 13:39
ტენდენცია უცვლელია - საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია ნაცმარიონეტებითურთ ხატავს დისტოპიურ სურათს, იმავე ევროკომისიის ანალიტიკოსების და არა ჩინოსნების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია,  - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა, რომელშიც პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, რომელსაც  "ევროკრატები" თვალთმაქცურად აქებენ, ჩამონათვალში მოხვდა მოლდოვაც, რომელიც, აბაშიძის თქმით, მესამე ადგილზეა.

"ტენდენცია უცვლელია - საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია ნაცმარიონეტებითურთ ხატავს დისტოპიურ სურათს, იმავე ევროკომისიის ანალიტიკოსების და არა ჩინოსნების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია. ამასწინდელი ტრაგიკომიკური მცდელობა, რომ საქართველოს კიდევ სხვა ინდიკატორებში გაუმჯობესება თითქოს არ იყო ბრიუსელის შეფასება, მაგრამ მის ოფიციალურ გვერდზეა მისივე დაკვეთით, ისეთივე ოქსიმორონია, როგორც თაღლითი მამუკა ხაზარაძის ხალხოსნობა.
ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 67% მიიღო, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

კორუფციის არარსებობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს: იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მალტას, კვიპროსს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა [რა თვალთმაქცურად აქებენ მას ევროკრატები ე.წ. რეფორმატორობის გამო], მეორეზე ალბანეთი, ევროპაში მესამე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა. რაც შეეხება რუსეთს, ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგში ის სერბეთის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს." - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი