რადიკალები ცდილობენ გულუბრყვილო ხალხის წამოკიდებას, რომ მათში ყალბი იმედები გააღვივონ და როგორმე აქციაზე მიიყვანონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 23 სექტემბერი 2025, 14:45

რა არის იმის ინდიკატორი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორ რადიკალებს უჭირთ? ესაა აქციამდე მათი ლიდერების, მაგალითად, ხაბეიშვილის მდედრი კლონის წითლიძის მოხშირებული განცხადებები, რომ თითქოს ხელისუფლებას აქციის ეშინია, რომ თითქოს სპეცრაზმი ვერ აუვა ამდენ ხალხს და ა.შ. - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, რადიკალები ცდილობენ გულუბრყვილო ხალხის წამოკიდებას, რომ მათში ყალბი იმედები გააღვივონ და როგორმე აქციაზე მიიყვანონ.

„რა არის იმის ინდიკატორი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორ რადიკალებს უჭირთ? ესაა აქციამდე მათი ლიდერების, მაგალითად, ხაბეიშვილის მდედრი კლონის წითლიძის მოხშირებული განცხადებები, რომ თითქოს ხელისუფლებას აქციის ეშინია, რომ თითქოს სპეცრაზმი ვერ აუვა ამდენ ხალხს და ა.შ.

ეს მოძველებული ხერხი ბევრჯერ გვინახავს. რადიკალები ასე ცდილობენ გულუბრყვილო ხალხის წამოკიდებას, რომ მათში ყალბი იმედები გააღვივონ და როგორმე აქციაზე მიიყვანონ. ხალხს კი ეს უაზრო აქციები ჰბეზრდება უკვე. ისე საინტერესოა, მაშინ რას იზამენ და სად გაასწრებენ, თუკი ხალხი, რომელიც მათ ვერ იტანს, მასობრივად გამოვიდა ქუჩაში სამართალდამცველების და სახელმწიფოს დასახმარებლად? ისინი ძალიან ბევრნი, მათზე ბევრნი იქნებიან, და ვინძლო სპეცრაზმსაც კი გაუჭირდეს მათი შეკავება.

ეს ყველაზე მძიმე სცენარი იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა „კოლექტიური წითლიძეებისათვის,“ მაგრამ მათ და აქციის მონაწილეებს თავად მიჰყავთ საქმე ამისკენ“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი