დავით ქართველიშვილი: მზია ამაღლობელი დაჯილდოვდა „თავისუფალ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის" - როცა წესრიგი ირღვევა, დასავლური დღის წესრიგი კი ამართლებს, ის მას სააკაშვილის, გვარამიას და ამაღლობელის დაჯილდოებით ჰპასუხობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 10 ოქტომბერი 2025, 14:39

საქართველოში და ეს ყველამ საკუთარი თვალით იხილა - მოხდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელდა თავდასხმა, სამართალდამცველებმა მიიღეს მძიმე დაზიანებები, სახელმწიფოს სიმბოლოები კი შეურაცხყოფილი. იქნა. და მაინც - არც ერთ ევროპულ ქვეყანას, არც აშშ-ს ადმინისტრაციას არ გამოუთქვამს თუნდაც ერთი სიტყვა, რომელიც ამ ძალადობას დაგმობდა. სრული დუმილი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი - ადამიანი, რომელმაც პოლიციელზე თავდასხმის გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო საკადრისი სასჯელი - დღეს დასავლეთის მხრიდან დაჯილდოვდა „თავისუფალ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის".


„ საქართველოში და ეს ყველამ საკუთარი თვალით იხილა - მოხდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელდა თავდასხმა, სამართალდამცველებმა მიიღეს მძიმე დაზიანებები, სახელმწიფოს სიმბოლოები კი შეურაცხყოფილი იქნა. და მაინც - არც ერთ ევროპულ ქვეყანას, არც აშშ-ს ადმინისტრაციას არ გამოუთქვამს თუნდაც ერთი სიტყვა, რომელიც ამ ძალადობას დაგმობდა. სრული დუმილი.
ამ დუმილის ფონზე კი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი - ადამიანი, რომელმაც პოლიციელზე თავდასხმის გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო საკადრისი სასჯელი - დღეს დასავლეთის მხრიდან დაჯილდოვდა „თავისუფალ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის“. ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. დასავლეთი უკვე დიდი ხანია დემოკრატიას იყენებს არა როგორც ღირებულებას, არამედ როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს. თუ პროტესტი ემსახურება მათ ინტერესებს - მას უწოდებენ „თავისუფლებისთვის ბრძოლას“. თუ კი პროტესტი არღვევს მათ პოლიტიკურ სქემას - მაშინ ის უკვე „სახელისუფლებო რეპრესიად“ მიიჩნევა. ასე იქმნება დემოკრატიის ახალი ფორმულა: "არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არღვევს კანონს; მთავარია, ვის სასარგებლოდ არღვევს".
ლიბერალური დასავლეთის თვალში გმირად იქცა ის, ვინც სახელმწიფოს ებრძვის, თუნდაც ძალადობრივად.
თუკი ჟურნალისტი პოლიციელს დაესხმება თავს - ამას თავისუფლების გამოხატვად მიიჩნევენ. თუკი ხელისუფლება დაიცავს წესრიგს - ამას უკვე ავტორიტარიზმს უწოდებენ. ეს არის მორალური ქაოსი, სადაც კანონი და ღირსება მეორეხარისხოვანი ხდება, ხოლო მთავარი კრიტერიუმი მხოლოდ პოლიტიკური ერთგულებაა.
დღეს საქართველო დგას ორი სამყაროს გზაჯვარედინზე: ერთ მხარეზეა - ტრადიციული მიდგომები, სადაც სახელმწიფოებრივი სტაბილურობა და იდენტობა ფასობს, მეორეზე - ლიბერალური, სადაც წესრიგს ინდივიდუალური ახირება ცვლის. და სწორედ ამიტომ, როცა
საქართველო იცავს საკუთარ წესრიგს - დასავლეთი დუმს. როცა წესრიგი ირღვევა, მაგრამ ამ დარღვევას დასავლური დღის წესრიგი ამართლებს - ის ამას სააკაშვილის, გვარამიას და ამაღლობელის დაჯილდოებით ჰპასუხობს.
დასავლეთის დუმილი და მათი ჯილდოები შემთხვევითი არ არის.
ეს არის „მესიჯი": „თუ ჩვენი მხარე ხარ - ყველაფერი შეგიძლია. თუ არა - კანონის დაცვა შენს წინააღმდეგ შემოტრიალდება.“ ეს არის
ორმაგი სტანდარტების ცივი პოლიტიკა, სადაც დემოკრატია აღარ არის ღირებულება - ის იქცა ბერკეტად, რომლითაც მცირე ქვეყნების სუვერენიტეტს ამოწმებენ ერთგულებაზე.“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი