ამირან სალუქვაძე ევროკომისიის ახალ ლგბტქ+ სტრატეგიაზე: მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეიმუშაონ თვითგამორკვევის შედეგად დადგენილი „გენდერის“ ცნობის იურიდიული პროცედურები - სტრატეგიის თანახმად, სქესის თვითგამორკვევას და სხვა ნორმებს მოგთხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
278 12 ოქტომბერი 2025, 20:03

იმედმა“ პოსტი დადო და კომენტარებით შეუვარდნენ, ეს თქვენი ფანტაზია არისო. პროპაგანდააო. არადა, ევროკომისიამ 2026-2030 წლების თვითიდენტიფიცირების და ლგბტქ+-ის თანასწორობის სტრატეგია მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გააფრთხილეს, რათა ამ პოლიტიკის წინააღმდეგ არ წავიდნენ, - წერს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.

მისი თქმით, ბევრგან წერენ, რომ არის მოწოდება, არ იყოს ასაკობრივი შეზღუდვები.

„იმედმა“ ეს პოსტი დადო და უნდა ნახოთ, როგორი კომენტარებით შეუვარდნენ?! ეს თქვენი ფანტაზია არისო. პროპაგანდააო. როგორ არ გრცხვენიათ, სიცრუეს რომ ავრცელებთო?! არადა, ევროკომისიამ 2026-2030 წლების თვითიდენტიფიცირების და ლგბტქ+-ის თანასწორობის სტრატეგია მიიღო, რომელიც ევროკომისარმა ჰაჯა ლაბიბმა წარადგინა („Comission adopts LGBTQ+ equality strategy for 2026-30“).

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გააფრთხილეს, რათა ამ პოლიტიკის წინააღმდეგ არ წავიდნენ. კომისიას მოუწოდებს წევრ ქვეყნებს შეიმუშაონ თვითგამორკვევის შედეგად დადგენილი „გენდერის“ ცნობის იურიდიული პროცედურები.

ბევრგან წერენ, რომ არის მოწოდება, არ იყოს ასაკობრივი შეზღუდვები. მერე იტყვიან, ლგბტ პროპაგანდის კანონის აკრძალვას არავინ ითხოვსო ან კანონი არაფერ შუაშიაო. დღეს ოპოზიციის წასახალისებლად გეტყვიან, არ ვითხოვთ აკრძალვასო, მაგრამ ამ სტრატეგიის თანახმად, სქესის თვითგამორკვევას და სხვა ნირმებს მოგთხოვენ. ეს დასაწყისია.
ეს ის ევროპაა?!“ - წერს სალუქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი