თეონა აქუბარდია: რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 22 ნოემბერი 2025, 10:40

„დიახ უკრაინა ომშია და რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია, თქვენ რა გახარებთ”, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია, „იმედის” ფეისბუქ გვერდზე უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებები და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადებაა მოყვანილი, რომელიც “სამშვიდობო გეგმას” ეხება.

აქუბარდიას თქმით, მეოთხე წელია რუსეთმა კიევი ვერ აიღო და ფინეთი და შვედეთი ნატოში წევრი გახდა.

„მეოთხე წელია ამ თქვენმა სანაქებო რუსეთმა კიევი ვერ აიღო და ფინეთი და შვედეთი ორი ნეიტრალური ქვეყანა ნატოში წევრი გახდა. დიახ უკრაინა ომშია და რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია, თქვენ რა გახარებთ, როცა რუსეთის მიერ ქვეყნის 20% ოკუპირებულია მაგას თუ ახსნით, თორემ ამ ომში აგრესორი რუსეთი რომაა ეს ყველამ იცის”, - წერს აქუბარდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი