არ მინდა, დღეს საქართველო იმ რადარებზე იკითხებოდეს, რომლებზეც იკითხება და პოპულარულია უკრაინა, ვენესუელა, ირანი და კოლუმბია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 12 იანვარი 2026, 20:25

მე არ მინდა, დღეს საქართველო იმ რადარებზე იკითხებოდეს, რა რადარებზეც იკითხება და პოპულარულია უკრაინა, ვენესუელა, ირანი, კოლუმბია და ა.შ. ჩვენი ადგილი და როლი არის ძალიან მკაფიო - ეს არის დერეფანი, ეს არის გზაჯვარედინი, ეს არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ციფრულ-ტექნოლოგიური ჰაბები, შავი ზღვა, ჩვენი პორტები, სადაც აშშ-ს აუცილებლად ექნება და აქვს თავისი ინტერესი“, - აღნიშნა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.

„აშშ მოითხოვს ყველა ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოდანაც, რომ „მნიშვნელოვან რგოლს ნუ გადასცემთ მაგალითად მონოპოლიურად ოპერაციული მართვის ქვეშ რომელიმე ერთ ქვეყანას, თუნდაც თქვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს“. ყველამ უნდა მიიღოს თანაბრად თავისი სარგებელი, აშშ-მ სარგებლიანობა უნდა დაინახოს. მან საქართველოში კიდევ უნდა დაინახოს, რომ ეს არის სტაბილურობისა და მშვიდობის თვალსაზრისით უსაფრთხო რეგიონი, სადაც ადგილი არ ექნება ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, ე.წ. შავ ხვრელებს. ჩვენ შეცდომები არ უნდა დავუშვათ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი