ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური, მრავალმხრივი დისკრედიტაცია სწორედ რომ მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
198 27 იანვარი 2026, 11:13
"დიპ სტეიტმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

როგორც შათირიშვილი განმარტავს, ოლიგარქები მათი დავალებით დანგრეული ევროპული კეთილდღეობის მაქსიმალურ ტირაჟრებას გააგრძელებენ და მმართველობის არსებული ფორმის უუნარობას მაქსიმალურად წარმოაჩენენ, საბოლოოდ კი, ყოფითი პრობლემებით გაწამებულ საზოგადოებას, კორპორაციულ მმართველობას მოახვევენ თავს. 

„ცინიზმის მწვერვალია არა? მაგრამ არა - ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ოლიგარქები მათივე დავალებით დანგრეული ევროპული  კეთილდღეობის მაქსიმალურ ტირაჟირებას გააგრძელებენ, კონტროლირებად მედიებს ალაპარაკებენ რომ ეს უმძიმესი მდგომარეობა მაკრონის, მერცის, ფონ დერ ლაიენის, კალასის და პოლიტიკური "ლიდერების" ბრალია, რითაც მაქსიმალურად მოახდენენ მმართველობის ამ ფორმის უუნარობის წარმოჩენას. 

საბოლოოდ კი, ყოფითი პრობლემებით გაწამებულ საზოგადოებას კორპორაციულ მმართველობას მოახვევენ თავს. ჩემი გათვლებით, უახლოეს პერიოდში ეს იქნება თავდაპირველად ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, საიდანაც სრულად განიდევნება პოლიტიკა, დემოკრატია, არჩევნები, ხალხის ხმის უფლება და სანაცვლოდ დაკანონდება მმართველობის მკაცრი, კორპორაციული ვერტიკალი, რაც რეალურად ოლიგარქიული ოჯახების უკვე არა აგენტურის ხელით, არამედ ოფიციალურ მმართველობას დააკანონებს.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

ფილოსოფოსის თქმით, „კორპორაციული სისტემის ერთ, საცდელ ქვეყანაში იმდენად სწრაფად გამოსწორდება ყოფითი პრობლემები, რომ სხვა ქვეყნები იგივე მოდელის დასანერგად რიგშიც კი ჩადგებიან, რაც საბოლოოდ "დიპ სტეიტის" მხრიდან ქვეყნების პირად საკუთრებაში გადაფორმებით დასრულდება.“

როგორც ის აღნიშნავს, ცალკე საკითხია, თუ რა ბედი ელით ამის შემდეგ ერებს, სარწმუნოებას, იდენტობას, კულტურას და ტრადიციებს, თუმცა, ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის დისკრედიტაცია სწორედ კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს. 

„ცალკე საკითხია, რა ბედი ელით ამის შემდგომ ერებს, სარწმუნოებას, ხალხების იდენტობას, კულტურასა და ტრადიციებს, რაზეც აქ არ შევჩერდები, თუმცა კი ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური, მრავალმხრივი დისკრედიტაცია სწორედ რომ მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს,“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი