დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 20 მარტი 2026, 15:25
მხოლოდ ორი დღე შეძლეს, რომ ნეხვი არ აფრქვიეს! კვლავ მიიღეს დავალება მეპატრონეებისგან, რომლებიც გაცოფდნენ ხალხის მწუხარებაზე, პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე! - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ერის მამამ, “ენჯეოშნიკები” და ურწმუნო ლიბერალები, სიკვდილითაც დაამარცხა.


“ორი დღე! მხოლოდ ორი დღე შეძლეს, რომ ნეხვი არ აფრქვიეს! კვლავ მიიღეს დავალება მეპატრონეებისგან, რომლებიც გაცოფდნენ ხალხის მწუხარებაზე, პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე! დიახ, სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები! ერი სამების ტაძარში, ხოლო მაჯლაჯუნები რუსთაველზე!  კიდევ გავიმეორებ, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ! საქართველოს ვერ დააჩოქებთ,” - წერს სამხარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი