ვარლამ ლიპარტელიანი: 2011 წელს, უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 მაისი 2026, 19:49

საბჭოთა გულაგებში გაუტეხელმა მერაბ კოსტავამ ავთანდილობა გაუწია ზვიად გამსახურდიას. 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა, - წერს „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.

ლიპარტელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით „იმედის” ქარდს ეხმიანება, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი ერთად არიან წარმოდგენილი. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ გავიდა 14 წელი და გრძელდება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ქართველობის შენარჩუნებისათვის.

„ჩვენი სამშობლოსათვის გარდამტეხ მომენტებში ყოველთვის გვიგზავნიდა უფალი ადამიანებს, რომელთა თავდადებამ გადაარჩინა და დღემდე ღირსეულად მოიყვანა ჩვენი ხალხი.

საბჭოთა გულაგებში გაუტეხელმა მერაბ კოსტავამ ავთანდილობა გაუწია ზვიად გამსახურდიას და მათი ცხოვრება იყო ბრძოლა დინების საწინააღმდეგოდ - დადეს სული თვისი სამშობლოსათვის.

დაგვიტოვეს მემკვიდრეობა, რომლის შენარჩუნებას არანაკლები თავდადება, შრომა და გონიერება სჭირდებოდა, რისი მაგალითიც მოგვცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.

2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა, რომელიც ვერაგული ფორმით, იყო წართმეული და ქვეყანას უცხო ქვეყნის ინტერესს ამსახურებდნენ.

2012 წლის შემდეგ გავიდა 14 წელი და გრძელდება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ქართველობის შენარჩუნებისათვის!“ - წერს ვარლამ ლიპარტელიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი