მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე - სალომე რატომ იტყუები? შენ გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ, და რაღაც არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
468 21 ივნისი 2026, 12:46

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.

„დღეს „შაბათის ფორმულას“ ვუცქერ, 20 ივნისის 7 წლისთავი ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან, კითხვას უსვამს სალომე ზურაბიშვილს აქვიაზე მისულს:

-თქვენი ემოცია თუ გახსოვთ შვიდი წლის წინ, როცა ნახეთ პარლამენტის წინ რაც ხდებოდა..?

სალომე ზურაბიშვილი: - მე მახსოვს ჩემი ემოცია, იმიტომ რომ რაღაც საერთაშორისო სპორტული ის იყო, და ვიყავი ბელარუსში, და იქიდან გამოვფრინდი...

მე კარგად მახსოვს სალომე!
19 ივნისს საღამოს 7 დან -9-მდე ვიყავი შენთან სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. უკვევ საკმაოდ იყავით შეზარხოშებულნი როდესაც მოვედი. შემდეგ სახლის ბანზე ახვედით და იქ გააგრძელეთ სმა! მე ადრე წამოვედი ვინაიდან თქვენს საზეიმო განწყობას ვერ მოვერგე, არც „საბუტილნიცობა” ვერ გაგიწიეთ მოქეიფეებს.

რუსთაველზე სიტუაცია იძაბებოდა, ამიტომ სახლში ადრე დავბრუნდი. სალომე! შენიდან დაბრუნებულმა ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ვიხილე ხალხის დარბევა და დასახიჩრება. ის ღამე თეთრად გავათენე, ვინაიდან 20 მდე პოლიციის განყოფილება შემოვიარე და ვერსად ჩემი შვილი ვერ ვიპოვე. უამრავი ახალგაზრდა ხელბორკილდადებული და დასისხლიანებული ვნახე განყოფილებებში. უშედეგო ძებნის შემდეგ შენ დაგირეკე
(თბილისში და არა ბელორუსში)

პირველი შენი კითხვა იყო: -“ტყვიით ხომ არ დაშავებულა? “
მეორე კითხვა! ( მკაცრი ტონით) - რატომ გავიდა? რა უნდოდა იქა?

სალომე რატომ იტყუები? შენ გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ, და რაღაც არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს.

„ტყუილს მოკლე ფეხი აქვს!” - წერს მზია ნიორაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი