გია აბაშიძე: სინგაპურის Changi Airport Group, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული აეროპორტის ოპერატორი, დაინტერესდა ვაზიანის პროექტით - ინტერესი ეფუძნება საქართველოს სტაბილურობას, მის ზეპერსპექტიულ სატრანსპორტო-ტურისტულ სექტორებსაც -
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 22 ივლისი 2026, 19:56

Changi Airport Group მსოფლიოში ცნობილია ეფექტიანი მენეჯმენტით, მაღალი მომსახურების სტანდარტებითა და აეროპორტების განვითარების წარმატებული მოდელით, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ის, რომ Changi Airport Group ვაზიანის პროექტით დაინტერესდა ეს ყველაფერი საქართველოს სტაბილურობას უკავშირდება.

„სინგაპურის Changi Airport Group, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული აეროპორტის ოპერატორი, დაინტერესდა ვაზიანის პროექტით, სანიმუშოს ინტერესი ეფუძნება საქართველოს სტაბილურობას, მის ზეპერსპექტიულ სატრანსპორტო-ტურისტულ სექტორებსაც. Changi Airport Group მსოფლიოში ცნობილია ეფექტიანი მენეჯმენტით, მაღალი მომსახურების სტანდარტებითა და აეროპორტების განვითარების წარმატებული მოდელით.
გლობალურად ის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ აეროპორტის ოპერატორად მიიჩნევა. თუ ის გაიმარჯვებს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტში ეს პირდაპირ ნიშნავს:

საერთაშორისო დონის მენეჯმენტისა და ოპერირების დანერგვას;
ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის უკეთეს შესაძლებლობას;
მგზავრთა მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვას;
ვაზიანის აეროპორტის, როგორც რეგიონული ჰაბის, განვითარების უფრო დიდ პოტენციალს“, - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი