სუს-ი – საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1047 05 აგვისტო 2026, 18:09

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

„კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება. კერძოდ, საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ. მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით; გარე თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ზაზა შათირიშვილი: 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით
ზაზა შათირიშვილი: იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, რუსეთმა ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“
ზაზა შათირიშვილი: არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანია სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც იყენებენ, საუბარი მაქვს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული სოციალური ნორმების შესუსტებასა და წაშლაზე
ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს
არქივი