ვიდრე პოლიციელს ხელს გაარტყამდა, მანამდე ფართო საზოგადოება იცნობდა მზია ამაღლობელს? ან იქნებ ვინმემ შეგვახსენოს მისი რაღაც ღირებული ან გამორჩეული საქმიანობა/დამსახურება უფლებადაცვით სფეროში - იჯდა თავისთვის კაბინეტში, ხელმძღვანელობდა არაფრით გამორჩეულ გაზეთს, იღებდა გრანტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 აგვისტო 2025, 11:27
ვიდრე პოლიციელს ხელს გაარტყამდა, მანამდე ფართო საზოგადოება იცნობდა მზია ამაღლობელს? ან იქნებ ვინმემ შეგვახსენოს მისი რაღაც ღირებული ან გამორჩეული საქმიანობა/დამსახურება უფლებადაცვით სფეროში. იჯდა თავისთვის კაბინეტში, ხელმძღვანელობდა ერთ არაფრით გამორჩეულ გაზეთს, იღებდა გრანტებს. ისმის კითხვა: რისთვის უნდა მისცენ მას ჰაველის სახელობის პრემია? პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის და სააკაშვილის სტილში დადგმული შიმშილობის სცენისთვის? - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბოლო დროს იმდენი პრემიის გაუფასურება ვიხილეთ, რომ არაა გასაკვირი თუ ამაღლობელსაც მისცემენ პრემიას. 

„ვიდრე პოლიციელს ხელს გაარტყამდა, მანამდე ფართო საზოგადოება იცნობდა მზია ამაღლობელს? ან იქნებ ვინმემ შეგვახსენოს მისი რაღაც ღირებული ან გამორჩეული საქმიანობა/დამსახურება უფლებადაცვით სფეროში. იჯდა თავისთვის კაბინეტში, ხელმძღვანელობდა ერთ არაფრით გამორჩეულ გაზეთს, იღებდა გრანტებს. ისმის კითხვა: რისთვის უნდა მისცენ მას ჰაველის სახელობის პრემია? პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის და სააკაშვილის სტილში დადგმული შიმშილობის სცენისთვის?
თუმცა ბოლო დროს იმდენი პრემიის გაუფასურება ვიხილეთ, რომ არაა გასაკვირი თუ მისცემენ. იქ სადაც ნიკა გვარამია დააჯილდოვეს ჟურნალისტიკის პრიზით...
ქვემოთ კომენტარში იხილეთ რას წარმოადგენს ვაცლავ ჰაველის პრემია და ვინ არიან მისი ლაურეატები
P.S. ცნობისთვის, არსებობს ვაცლავ ჰაველის სახელობის ორი პრემია. ერთი უფლებადაცვით საქმიანობისთვის, მეორე კი "კრეატიული პროტესტისთვის." სავარაუდოდ სწორედ ამ პრემიაზე წარადგენდნენ ამაღლობელს.“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი