როცა საქართველოს მართლმსაჯულების ხარისხიც საერთაშორისო შეფასებებითაც მაღალ ნიშნულზეა, სამარცხვინოა გარე აქტორებისა და ნაცფინიების პროპაგანდა ე.წ. რეპრესიებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ოქტომბერი 2025, 15:46

ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში (Chandler Good Government Index, CGGI), საქართველოს სასამართლო სისტემამ მაღალი შეფასება მიღო და მსოფლიოში 27-ე პოზიციაზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-13 ადგილი დაიკავა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.

„როცა საქართველოს მართლმსაჯულების ხარისხიც საერთაშორისო შეფასებებითაც მაღალ ნიშნულზეა, სამარცხვინოა გარე აქტორებისა და ნაცფინიების პროპაგანდა ე.წ. რეპრესიებზე - Chandler-ის ინდექსში სასამართლო სისტემის ხარისხით, საქართველო ევროპის საუკეთესოებში მე-13 ადგილზეა.

ამგვარი დამახინჯებული ლოგიკით, ოცეულს მიღმა პოზიციონირებად ქვეყნებში სრული ავტოკრატიაა? სამწუხაროდ, ყურს მიეჩვია უსინდისო უცხოელთა რაღაც ყავლგასული სტანდარტული ფრაზები საქართველოს კრიტიკაზე, თუმცა ვხედავთ, რომ ჩვენი უსაგნო კრიტიკოსები სიბრიყვის ჭაობში დრეიფობენ.

ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში (Chandler Good Government Index, CGGI), საქართველოს სასამართლო სისტემამ მაღალი შეფასება მიღო და მსოფლიოში 27-ე პოზიციაზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-13 ადგილი დაიკავა. მსოფლიო რეიტინგში საქართველო უთანაბრდება ბელგიას, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

კვლევის მიხედვით, ევროპის საუკეთესო 14 სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი.

სასამართლო სისტემის ხარისხის ინდიკატორი ეფუძნება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევას, რომელიც გლობალური გამოკითხვის ფარგლებში პასუხობს სასამართლოს სისტემის შეფასების ორ საკვანძო კითხვას:
1. რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა მთავრობის, ფიზიკური პირების ან კომპანიების გავლენისგან?
2. რამდენად ეფექტურია კომპანიებისთვის სამართლებრივი და სასამართლო სისტემები დავების მოგვარებაში?
აღსანიშნავია, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.

პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის საჯარო კეთილსინდისიერების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

აღნიშნული კვლევის მიხედვით სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი