თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და ვიგინდარა გოლეთიანივით შერჩება - ძალიან ცდება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ნოემბერი 2025, 14:33
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, "ემაარ ჯგუფის" ინვესტიციის წინააღმდეგ, ოპოზიციის ნაწილის მიერ წარმოებულ კამპანიას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ისინი ამ ინვესტიციის ჩაგდებას ვერ მოახერხებენ.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, ყველა ძალიან ცდება, ვისაც იმის ილუზია აქვს, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ ინვესტიციას პროპაგანდით ჩააგდებენ და შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ვარლამ გოლეთიანივით შერჩებათ ასეთი ქმედება.

"თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს  და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა - ძალიან ცდება! 

ცხადია, ვერც ინვესტიციას ჩააგდებთ და საოცარი ქალაქები აუცილებლად აშენდება. ხოლო, ვინც რამე ვერაგული კამპანიის აგორებას შეეცდება - ძალიან მკაცრად დაისჯება," - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი