"დიპ სტეიტმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 იანვარი 2026, 11:07
პირველ რიგში, ამ წერილის ავტორმაც და მკითხველებმაც კიდევ ერთხელ უნდა დავუდასტუროთ ერთმანეთს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ევროკავშირში, "დიპ სტეიტის", იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ  ტოტალურად  გაკონტროლებული მედიისა და კვლევითი ორგანიზაციების პირობებში შემთხვევით არაფერი ხდება. არც ახალ და არც Ipsos - ის ბოლო კვლევაში შემთხვევითი არც ერთი გრაფა და არც ერთი რიცხვი არ არის. ყველა გამოქვეყნებული მონაცემის უკან "დიპ სტეტის" ინტერესი დგას, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ წერილში.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში, ოლიგარქიული მმართველობა მის მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციას აქტიურად ეწევა და ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს დაამტკიცოს ევროპული პოლიტიკის უუნარობა, მათ შორის - საზოგადოებრივი აზრის კვლევებითაც.

„ფაქტია, რომ ოლიგარქიული მმართველობა ბოლო პერიოდში აქტიურად ეწევა მისივე მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული  პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციას. "დიპ სტეიტი" ევრობიუროკრატიის და ზოგადად, ევროპაში პოლიტიკის უუნარობის დამტკიცებას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს, იქნება ეს კვლევები, აშშ-ს ლიდერების მხრიდან დამამცირებელი განცხადებები, უშუალოდ ევროპელი პოლიტიკოსების არააადექვატური, შეუსაბამო და დამაზიანებელი ნაბიჯები თუ კრიზისების წინა პლანზე წამოწევა ცალკეულ ქვეყნებში...“ - აღნიშნავს შათირიშვილი.
მისივე თქმით, სახეზეა პარადოქსალური მოცემულობა, როდესაც ოლიგარქიული მმართველობის დავალებით აგენტურული ბიუროკრატია სრულად ანგრევდა ევროკავშირს, დღეს საკუთარ დანგრეულზე, კვლევის შედეგების საფუძველზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი. 

„შესაბამისად, გვაქვს ერთი შეხედვით პარადოქსალური მოცემულობა - როდესაც წლების მანძილზე სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების დავალებით, აგენტურული პოლიტიკური ბიუროკრატია სრულად ანგრევდა ევროკავშირს, მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას, დღეს ტოტალურად გაკონტროლებული მედიით და მათი შეკვეთით დაწერილი კვლევებით გვეუბნებიან, რომ თურმე ხალხი უკმაყოფილოა, თურმე პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაამართლა და არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი საჭიროებების უზრუნველყოფას. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ - "დიპ სტეიტმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი,“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი