გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ივნისი 2026, 16:50

პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი", - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, ხოშტარიას არაკეთილსინდისიერმა ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რასაც აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და შემდგომ უკვე ევრობიუროკრატებიც.

ანალიტიკოსი ასევე ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და ასევე შეუფერხებლად სარგებლობს სამედიცინო სერვისებითაც.

„პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი".
იწყება არაკეთილსინდისიერი ადვოკატის განცხადებით, ტრაგიკომიკურად აგრძელებს "ნაცბაბლი", "ბექ-ვოკალშია" ევროკრატიის მომსახურე პერსონალი და ა.შ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ელენე ხოშტარიას ინტერესების დამცველი ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს:

(მოკლედ) "ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით;

ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა;

ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან, ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით.

პენიტენციური სამსახური მკაცრად მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურად დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან."“- წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი