ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: 9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 აგვისტო 2026, 20:57

9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს. ასეთი არაჯანსაღი ადამიანი გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ქვეყანას.

„ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ავლენს ეს ადამიანი იმას, რომ თავის დროზე, 9 წლის განმავლობაში, არაჯანსაღ ადამიანს ებარა ამ ქვეყნის სადავეები. მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი არაჯანსაღი ადამიანი ჩვენ გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, ხელისუფლების ლიდერად, რაზეც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს დასკვნები. საზოგადოებას ისედაც არ უჭირს დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას. 9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ადვოკატი - მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ მესამე განაჩენი დადგა, სასჯელის შთანთქმის მექანიზმით, პატიმრობის ვადა არ გაზრდილა და ის ციხეს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნუგზარ კირთაძე სამართალდამრღვევად ცნო
ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს
არქივი