გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 აგვისტო 2026, 09:27

გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედიტაცია, რაც მხოლოდ მტრის პროპაგანდას აძლევს ხელს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ​2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგის პროკურორმა გამოძიება ისე დაასრულა, რომ ქართველი სამხედროების მხრიდან ომის დანაშაული არ დადასტურდა. მისივე თქმით, ყველაფრის მკადრებელ „ნაცმანქურთებს“ მიეცათ ინსტრუქცია, ოკუპანტი რუსეთის ბრალეულობა როგორმე გადაფარონ და ქართველებისვე ნათქვამით ეცადონ ჩვენი გმირი მეომრების შებღალვას.

„ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის, ანტიქართული განცხადება — თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ — არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე.

გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედიტაცია, რაც მხოლოდ მტრის პროპაგანდას აძლევს ხელს.

​2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგის პროკურორმა გამოძიება ისე დაასრულა, რომ ქართველი სამხედროების მხრიდან ომის დანაშაული არ დადასტურდა. რუსეთის მცდელობა, ომის დანაშაულები საქართველოსთვის გადაებრალებინა, ჩავარდა.

​როგორც ჩანს, ყველაფრის მკადრებელ „ნაცმანქურთებს“ მიეცათ ინსტრუქცია, ოკუპანტი რუსეთის ბრალეულობა როგორმე გადაფარონ და ქართველებისვე ნათქვამით ეცადონ ჩვენი გმირი მეომრების შებღალვას. არ გამოვა!

​და რატომ არის დღემდე ეს ნაძირალა გიორგი ბარამიძე გარეთ?! თუნდაც ეგზეკუცია სვანეთში არავის დავიწყებია“, - წერს აბაშიძე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი