გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 19:36

გია ბარამიძეს სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს ან ბრძოლის წარმოების წესები, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ბარამიძის ინტერვიუ არის სამარცხვინო, სადაც აფხაზებს პატივით მოიხსენიებს და მათ ღირსებას უწონებს, ხოლო ქართველ მებრძოლებს მიზანმიმართულად აფხაზების მკვლელობაში ბრალს დებს.

საიდან იცის მან, სინამდვილეში რა ხდებოდა, როცა ის აფხაზეთის ომში, თუ არ ვცდები, მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, არცერთხელ 10 დღეს არ სცდებოდა. პირველად 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში დაახლოებით ერთი კვირიდან ათ დღემდე იყო და მისი საქმიანობა ძირითადად გუდაუთის რაიონში მცხოვრები ქართველების უსაფრთხო გამოყვანასა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას უკავშირდებოდა.

აფხაზეთში გატარებული ეს პერიოდი ბარამიძემ საკუთარი პოლიტიკური ცნობადობისთვის გამოიყენა, იმავე წლის 11 ნოემბერის არჩევნებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობისთვის.

1993 წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულის დასაწყისში ბარამიძე ოჩამჩირეში უკვე პარლამენტის წევრის სტატუსით იმყოფებოდა. მან ყურადღება მიიპყრო და თავი დაამახსოვრა ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით, რომელსაც პრაქტიკულად არასოდეს იხსნიდა. ძირითადად ოჩამჩირის შტაბის სიახლოვეს ან ისეთ პოზიციაზე იდგა, რომ უშუალოდ შეხება არასდროს ჰქონია ბრძოლებთან.

1993 წლის 25 თუ ან 26  სექტემბერს იგი ჩამოსული იყო 20-კაციან ჯგუფთან ერთად, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გიგა ბოკერია, ადვოკატი შალვა შავგულიძე, აკა ქავთარაძე და კიდევ სხვები. ამ დროს მიმდინარეობდა ქალაქში ბრძოლები, მათ დავალება მიეცათ, 26-ში სოხუმის შესასვლელში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში თავდაცვითი პოზიცია გაემაგრებინათ, მოწინააღმდეგის მოახლოებისას არ დაეშვათ მათი შემდგომი შეტევის განვითარება, თუმცა, სავარაუდოდ, ღამის სამ საათზე, შტაბის გადაწყვეტილებით, იყო მოხსნილი, ვინაიდან მათი ალყაში მოხვედრის საფრთხე იყო მაღალი. რაც პირადად მე ვესაუბრე, მას არცერთ საბრძოლო მოქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა, მოწინააღმდეგესთან უშუალოდ შეხების მდგომარეობაში რომ ყოფილიყო და არც მის გვერდით დაღუპული მეგობრის ან ნებისმიერი მებრძოლის დაღუპვის მწარე გემო არ უგრძვნია, ან ბრძოლის ველიდან უშუალოდ გამოყვანის. ეს რომ ეგრძნო, ის ამ განცხადებას არასდროს გააკეთებდა და ქართველებს მკვლელობებს არასდროს დააბრალებდა.

რაც შეეხება, ჩვენ ტყვეები რატომ არ გვყვავდა, მთელი ომის განმავლობაში თავდაცვის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, სოხუმის ფრონტზე აწარმოებდნენ შეტევით მოქმედებებს, ხოლო ოჩამჩირის ფრონტზე პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდნენ. სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს ან ბრძოლის წარმოების წესები, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა“, – წერს გიორგი ყარყარაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი