დავით ქართველიშვილი: როდესაც ზოგიერთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველო „მსოფლიოს რუკიდან გაქრა“, საერთაშორისო დისკუსიები ხშირად სწორედ იმ პროექტებს ეხება, რომელთა განხორციელებაც საქართველოს გარეშე შეუძლებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ივლისი 2026, 11:48

თურქეთში მიმდინარე NATO-ს და „Allies in Ankara“-ს პლატფორმაზე მიმდინარე დისკუსიების მსგავსებასა და განსხვავებებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის განმარტავს, ერთი ფორუმი მსოფლიო კრიზისების შედეგებს ეხებოდა, მეორე კი, განიხილავდა სამომავლო პროექტებს, რომლის აქტიურ მონაწილედ საქართველო განიხილება.

„სანამ ანკარაში NATO-ს სამიტზე სამხედრო ხარჯების ზრდას, ახალი შეიარაღების პროგრამებს, უკრაინის კრიზისსა და შესაძლო მომავალი კონფლიქტებისთვის მზადების საკითხებს განიხილავდნენ - ქალაქის სულ რამდენიმე კვარტლის მოშორებით მიმდინარეობდა და დასრულდა სხვა ფორუმი, რომელიც თავისი შინაარსით გაცილებით უფრო ახლოს აღმოჩნდა XXI საუკუნის რეალურ ეკონომიკასთან, და რომელსაც თითქმის არც აშუქებდნენ. „Allies in Ankara“-ს პლატფორმაზე საუბარი არ იყო იმაზე, თუ როგორ უნდა იომონ, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა აშენდნენ სატრანსპორტო მარშრუტები, ენერგეტიკული სისტემები, ციფრული ქსელები და ეკონომიკური ზრდის ახალი ცენტრები.

თუ პირველი სამიტი ძირითადად მსოფლიო კრიზისების შედეგებს ეხებოდა, მეორე სწორედ იმას განიხილავდა, თუ როგორი იქნება მსოფლიო ამ კრიზისების შემდეგ. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ფორუმის ერთ-ერთ მთავარ თემად შუა დერეფანი იქცა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სკეპტიკოსები ცდილობდნენ, ეს პროექტი მხოლოდ ლამაზ, მაგრამ ძნელად განხორციელებად იდეად წარმოეჩინათ. დღეს კი, უმსხვილესი საერთაშორისო მოთამაშეები მას ევრაზიის მომავალი არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად განიხილავენ. ფაქტობრივად, საუბარია ევროპასა და აზიას შორის ახალი ეკონომიკური ღერძის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც საქართველო არა პერიფერიაზე, არამედ ერთ-ერთ საკვანძო პოზიციაზე იმყოფება. და რაც უფრო იზრდება ამ დერეფნის მნიშვნელობა, მით უფრო თვალსაჩინო ხდება საქართველოს პორტების, რკინიგზის, ენერგეტიკული და ციფრული კომუნიკაციების სტრატეგიული ღირებულება.

სრულიად ბუნებრივია, რომ ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ ტვირთბრუნვას, არამედ ენერგეტიკას, მონაცემთა ცენტრებს, ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებსა და კონტინენტებს შორის ციფრულ კავშირს. თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო ნაკლებად განისაზღვრება ტანკების რაოდენობით და სულ უფრო მეტად - საქონლის, ენერგიის, ინფორმაციისა და კაპიტალის გადაადგილების შესაძლებლობით.

სწორედ ამიტომ, ქვეყნები, რომელთა გავლითაც განვითარების ახალი დერეფნები გადის, იღებენ ისეთ უპირატესობებს, რომელთა შეფასებაც მხოლოდ ვაჭრობისა და ტრანზიტის სტატისტიკით შეუძლებელია. ისინი იქცევიან კვანძებად, რომელთა გარეშე საერთაშორისო კავშირების მთელი სისტემა იწყებს შეფერხებას. სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს მონაწილეობით მიღებული მთავარი პოლიტიკური შედეგი.

მაშინ, როდესაც ზოგიერთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველო „მსოფლიოს რუკიდან გაქრა“, უმაღლესი დონის საერთაშორისო დისკუსიები სულ უფრო ხშირად სწორედ იმ პროექტებს ეხება, რომელთა სრულფასოვანი განხორციელებაც საქართველოს გარეშე უკვე შეუძლებელია. და ამაში დროის გარკვეული ირონიაც არის: ერთ სამიტზე უსაფრთხოებას იარაღისა და სამხედრო ძალის პრიზმიდან უყურებდნენ, ხოლო მეორეზე - განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებისა და თანამშრომლობის პრიზმიდან. ისტორია კი, არაერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორედ ასეთი პროექტები უძლებენ პოლიტიკურ კრიზისებს, ხელისუფლებების ცვლილებებსა და მთელი ეპოქების გარდაქმნას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი