ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 მაისი 2026, 13:13

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პრობლემაზე რეგიონებში თბილისთან შედარებით. ასევე, ხაზი გაუსვა მიგრაციასაც. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 23 000 უცხოელს სურს საქართველოს შრომის ბაზარზე ოპერირება. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ, ამის ფონზე, საქართველოს 1500 მოქალაქე მუშაობს გერმანიაში:

„თუკი აქ არის სამუშაო, ეს 1500 ადამიანი რატომ ეძებს სამსახურს ევროპაში? აქ ხაზგასმა მინდა, ყველანაირი სტატისტიკითა და ციფრებით, გაცილებით რთული შრომა და გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვს მუშა-ხელს ევროპაში, საქართველოსთან შედარებით“ - თქვა ქადაგიძემ.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა შრომის კოდექსის დარღვევის შემთხვევებსაც და მაგალითად მოიყვანა ქსელური მარკეტები, სადაც დასაქმებულ ახალგაზრდებს უწევთ რამდენიმე ფუნქციის შეთავსება. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ამ მხრივ უნდა გააქტიურდეს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო და ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა, სამსახურის დაკარგვის შიშის გარეშე ისაუბრონ მათი უფლებების დარღვევაზე.


„რამდენიმე მიმართულებით მოსაზრება მინდა გამოვთქვა. როდესაც ამხელა ციფრებსა და მასშტაბებზე ვსაუბრობთ, ყურადსაღებია ის დამოკიდებულება, ის თვალსაჩინოება და პიარის ნაწილი, რომელმაც ალბათ სრულიად საქართველო უნდა მოიცვას. პირველ რიგში, ყველაზე რთული სიტუაცია გვაქვს რეგიონებში, სადაც მიგრაციის საფუძველი არის დასაქმების პრობლემა, რადგან, რეალურად, რეგიონებში ისეთი მდგომარეობა არაა დასაქმების მხრივ, როგორც დედაქალაქში.

მეორე საკითხი, რომელიც ჩემთვის კითხვებს ბადებს: 23 000 უცხოელი, როგორც ბრძანეთ, დარეგისტრირებულია და სურვილი აქვს, ჩვენს შრომის ბაზარზე ოპერირება დაიწყოს. 1500 მოქალაქე კი ჩვენ გვყავს გაშვებული გერმანიაში. ამას როგორ ვაკომპენსირებთ? რა შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ რეალურად ამ თვალსაზრისით? თუკი აქ არის სამუშაო, ეს 1500 ადამიანი რატომ ეძებს სამსახურს ევროპაში? აქ ხაზგასმა მინდა, ყველანაირი სტატისტიკითა და ციფრებით, გაცილებით რთული შრომა და გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვს მუშა-ხელს ევროპაში, საქართველოსთან შედარებით. მესამე, შრომის კოდექსი გვაქვს ფურცელზე ძალიან კარგი, მაგრამ მგონია, რომ აღსრულების ნაწილში გვაქვს დიდი პრობლემა.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქსელური მარკეტები, სადაც მუშაობენ ახალგაზრდებიც. მათ მოლარეობაც უწევთ, დამლაგებლობაც, მომარაგებაც, დისტრიბუციაც და რიგის მართვაც. მე მგონია, რომ ამ კუთხით ცოტა გასააქტიურებელია სამუშაო, რადგან, რეალურად, ძალიან ბევრი ადამიანის უფლება ირღვევა და ეს არ ხდება მხოლოდ ქსელურ მარკეტში. თუკი ასეთი კარგი სააგენტო - დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო - ფუნქციონირებს საქართველოში, იქნებ ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ აღარ ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა. უნდა ჰქონდეთ საშუალება, თამამად მიმართონ სააგენტოს და შესაბამისი კომპეტენციიდან გამომდინარე დასაქმდნენ სასურველ პოზიციაზე. მგონია, რომ ამ კუთხით უფრო გააქტიურდებით და შეძლებთ სწორად პოზიციონირებას“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი