დონალდ ტუსკის განცხადებაზე: „მშვიდობა ჰორიზონტზეა“ - ეს არა აბსტრაქტული იმედი, არამედ კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 დეკემბერი 2025, 22:30

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებებს ეხმიანება და განმარტავს, რომ ეს განცხადებები ასახავს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ახალ პოლიტიკურ რეალობას და მოლაპარაკებებისკენ მიმართულ პროცესს.

ეს არაა რიტორიკა, არამედ - სიგნალია, საჯაროდ და გააზრებულად გაგზავნილი, - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ტუსკის გზავნილები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა უკვე იწყებს საზოგადოების მომზადებას რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებების მისაღებად.

„აი ეს კი უკვე საყურადღებო განცხადებებია. ეს არაა არც „ტრამპისტების“ (ორბანის, ფიცოს, ბაბიშის თუ მელონის), არამედ დონალდ ტუსკის განცხადება. ეს არაა რიტორიკა, არამედ - სიგნალია, საჯაროდ და გააზრებულად გაგზავნილი. პოლონეთის პრემიერი იმ პოლიტიკოსთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებიც მსგავს განცხადებებს ევროკავშირისა და აშშ-ის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე აკეთებენ.

გაჟღერდა ფორმულა „მშვიდობა ჰორიზონტზეა“, რაც არა აბსტრაქტულ იმედს, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ შეთანხმებას ნიშნავს. მშვიდობა „ჩნდება“ მხოლოდ მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარის სამხედრო მიზნები მიუღწევადად არის აღიარებული, კონფლიქტის სპონსორები მზად არიან შედეგი დააფიქსირონ და იწყება საზოგადოებრივი აზრის მომზადება მძიმე და მტკივნეული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ვადებს („სავარაუდოდ კვირები“, „იანვარი“) ასეთი დონის პოლიტიკოსები შემთხვევით არ ასახელებენ. ვუბრუნდები ჩემს არაერთხელ გაჟღერებულ ვარაუდს - ტრამპისთვის 31 იანვარი (მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტების რეგისტრირების ბოლო დღე) ძალზე მნიშვნელოვანია. ეს კი ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების კონტურები უკვე არსებობს, განიხილება არა მშვიდობის პრინციპები, არამედ კონკრეტული პარამეტრები და იანვარი ხდება გადაწყვეტილების თავსმოსახვევი ფანჯარა.

„ტერიტორიული კომპრომისი“ არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო განცხადება. აქამდე ტერიტორიულ დათმობებზე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ, ახლა კი ეს ევროპელმა ლიდერმა ღიად გააჟღერა - თან არა „ტრამპისტების“ ბანაკის, არამედ ევრობიუროკრატიის ბირთვის წარმომადგენელმა. ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელი დე-ფაქტო აღიარებს: ყველა ტერიტორიის დაბრუნება შეუძლებელია და „მტკივნეული არჩევანის“ პასუხისმგებლობა მთლიანად კიევს გადაეცემა.

რატომ სწორედ ტუსკი? პოლონეთი ფრონტისპირა და უკრაინული თემის მიმართ უკიდურესად მგრძნობიარე სახელმწიფოა. თუ მსგავსი განცხადებები ვარშავიდან ისმის, ეს ნიშნავს, რომ პოზიცია უკვე მიტანილია ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში. პოლონეთი ამ შემთხვევაში გამოიყენება როგორც მძიმე ამბის გამხმოვანებელი, მაშინ როცა გერმანია და საფრანგეთი დროებით ჩრდილში რჩებიან.

შესაბამისად, მოკლევადიან პერსპექტივაში, იანვარში, დაიწყება კიევზე ზეწოლის აქტიური ფაზა ფორმულით - „მშვიდობისთვის საუკეთესო მომენტი“. შეთავაზებული იქნება კონფლიქტის გაყინვის და პოლიტიკური კონტროლის ხაზის დაფიქსირების სქემა. „გამარჯვების“ რიტორიკა შეიცვლება უკრაინის „სახელმწიფოებრიობის გადარჩენის“ ნარატივით.

საშუალოვადიან პერსპექტივაში, 2026 წლის დასაწყისში, უკრაინა დიდი ალბათობით დადგება მძიმე არჩევანის წინაშე - ტერიტორიული დათმობები სახელმწიფოს შენარჩუნების გარანტიების სანაცვლოდ. წინააღმდეგობის შემთხვევაში, უკრაინას ეტაპობრივად შეუმცირდება მხარდაჭერა. როგორც ჩანს, ტრამპმა ბრიუსელზე საჭირო ზეწოლა უკვე მოახდინა, რის შედეგადაც ევროკავშირი კონცენტრირდება კონფლიქტის სტაბილიზაციაზე და არა რევანშზე.

ომი გაფორმდება როგორც „დასრულებული“, თუმცა ფორმალური მშვიდობის გარეშე. სტრატეგიულად ეს არც უკრაინის გამარჯვებაა და არც რუსეთის მარცხი - ეს არის კონფლიქტის გადაფორმატება ახალ რეალობებზე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი