დავით ქართველიშვილი: სწორედ ომი მოითხოვს მკაცრ და საჯარო კონტროლს, და არა თავის მართლებას. ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვა არ არის „კორუფცია მშვიდობიან პერიოდში“ - ეს არის დივერსია საკუთარი მდგრადობის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 იანვარი 2026, 16:14
ქვეყნისთვის ნაჩუქარი გენერატორების ონლაინ-ინტერნეტ გაყიდვა - ეს არის ადამიანებისთვის სითბოს, სინათლისა და ზამთრის გადატანის შანსის პირდაპირი წართმევა. გარდა ამისა, ამ ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ სკანდალური კი არა, არამედ დამანგრეველიც არის - რა დროსაც ირღვევა დონორი-ქვეყნების ნდობა, დისკრედიტირებულია თვით დახმარების გაღების იდეა და მიზანშეწონილობა, ხოლო სოლიდარობა "იძირება" ეჭვების ჭაობში. ომის პირობებში ყოველივე ეს - ტოლფასია ზურგში დანის ჩარტყმისა - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში,  ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, საქართველოს მთავრობის მიერ, უკრაინისათვის ნაჩუქარი გენერატორების უკრაინულ ვებ-გვერდზე პირატულად გაყიდვის ამბავს. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სწორედ ომი მოითხოვს მკაცრ და საჯარო კონტროლს, და არა თავის მართლებას. მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვა არ არის „კორუფცია მშვიდობიან პერიოდში“ - ეს არის დივერსია საკუთარი მდგრადობის წინააღმდეგ.  


„მსოფლიოს მიერ, საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე გაწეული ჰუმანიტარული დახმარების ფონზე, როდესაც უკრაინა ცხოვრობს ენერგოსისტემაზე განხორციელებული დარტყმების პირობებში, როდესაც საავადმყოფოები და საცხოვრებელი კვარტლები გადარჩენისთვის გარე დახმარებაზე არიან დამოკიდებული - ყოველი გენერატორი ქონება კი არა, გადარჩენის ელემენტია. ეს სითბო მათთვისაც სასიცოცხლოა - ვინც მოპარული თანხებით, ომის დროს ოქროს უნიტაზებით ამშვენებს საკუთარ საპირფარეშოს. 
ქვეყნისთვის ნაჩუქარი გენერატორების ონლაინ-ინტერნეტ გაყიდვა - ეს არის ადამიანებისთვის სითბოს, სინათლისა და ზამთრის გადატანის შანსის პირდაპირი წართმევა. გარდა ამისა, ამ ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ სკანდალური კი არა, არამედ დამანგრეველიც არის - რა დროსაც ირღვევა დონორი-ქვეყნების ნდობა, დისკრედიტირებულია თვით დახმარების გაღების იდეა და მიზანშეწონილობა, ხოლო სოლიდარობა "იძირება" ეჭვების ჭაობში. ომის პირობებში ყოველივე ეს - ტოლფასია ზურგში დანის ჩარტყმისა.
თითქმის ოთხი წელია უკრაინა უმძიმეს და დამანგრეველ ომში მყოფი ქვეყანაა. დიახ, ლოჯისტიკა რთულია, მასზე კონტროლი - შეზღუდული, ხოლო უსინდისობის ადამიანური ფაქტორი გარდაუვალია. თუმცა სწორედ ომი მოითხოვს მკაცრ და საჯარო კონტროლს, და არა თავის მართლებას. ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვა არ არის „კორუფცია მშვიდობიან პერიოდში“ - ეს არის დივერსია საკუთარი მდგრადობის წინააღმდეგ. 
და თუ ასეთი ფაქტები დადასტურდა, რეაქცია უნდა იყოს მყისიერი, თვალსაჩინო და დაუნდობელი - მაგრამ ვისი მხრიდან? ოქროს უნიტაზების "ბედნიერი" მდლობელების მხრიდან? ჯერჯერობით კი, ასეთი "სანიმუშო" და "მისაბაძი" ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე ერთგული ქომაგი - გერმანიის კანცლერი, ხისტი განცხადებებით გამოდის: "უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე - 2027 წლამდე არც იოცნებოს". მსგავს განცხადებებზე - მწარედ გავიცინოთ თუ ისტერიულად ვიტიროთ - არც კი ვიცი,“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი