ქართველიშვილი: თბილისი თანდათან იმკვიდრებს თავს, როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბი ამის აღიარება ოპოზიციისთვის - პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 მარტი 2026, 13:57

თბილისი აშკარად გამოდის რეგიონულ ლიდერად საერთაშორისო ფორუმებისა და სამიტების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამის დასტურად მოჰყავს კონფერენციების, ფორუმების, სხვადასხვა ღონისძიების ჩამონათვალი, რომლის გამართვა საქართველოში იგეგმება.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიღწევები მიუღებელია ქართველი რადიკალებისათვის და ისინი ჯიუტად არ აღიარებენ ამას.

„მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში თბილისი სამხრეთ კავკასიაში ჩვეული მაღალი ინტენსივობით მასპინძლობს საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე სფეროს მოიცავს: ტრანსპორტს, ფინანსებს, ბიზნესს, განათლებასა და საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებს. კერძოდ, 12–13 მარტს თბილისში უკვე გაიმართა Logistics Expo Georgia, რომელიც სატრანსპორტო დერეფნებს, ლოჯისტიკასა და ტრანზიტულ ინფრასტრუქტურას მიეძღვნა.

უახლოეს დღეებში დედაქალაქი ასევე უმასპინძლებს Judo Grand Slam Tbilisi-ს (20–22 მარტი) - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურის ერთ-ერთ ეტაპს, რომელიც ტრადიციულად აერთიანებს ათეულობით ქვეყანას და ოფიციალურ დელეგაციებს.

პარალელურად მარტის განმავლობაში ქალაქში ტარდება საერთაშორისო კონფერენციები კიბერუსაფრთხოების, ციფრული ეკონომიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ურბანული განვითარების საკითხებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესსა და ფინანსურ ღონისძიებებს, რომლებიც ეტაპობრივად აყალიბებს თბილისს რეგიონული ეკონომიკური დიალოგის პლატფორმად.

უახლოეს კვირებში დედაქალაქში ტარდება Tbilisi Finance Summit და CX Business Summit Georgia, სადაც განიხილება ფინტექ-ინდუსტრია, საინვესტიციო სტრატეგიები, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია და საერთაშორისო ფინანსური ნაკადების განვითარება. ამ ღონისძიებებს შეავსებს International Education Fair (14 აპრილი), სადაც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო ორგანიზაციები საკუთარ პროგრამებს წარადგენენ. მთლიანობაში ეს ღონისძიებები ქმნის საერთაშორისო აქტივობის მჭიდრო კალენდარს, რომელიც თითქმის უწყვეტად გრძელდება ერთი თვის განმავლობაში.

თუ ამ დინამიკას შევადარებთ სამხრეთ კავკასიის სხვა დედაქალაქებს (ბაქოსა და ერევანს) - სტატისტიკურად თბილისი აშკარად გამოდის რეგიონულ ლიდერად საერთაშორისო ფორუმებისა და სამიტების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით. ამ ელემენტარულ მოცემულობას ჯიუტად არ აღიარებენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები - რომლებიც დებატებშიც კი, საქართველოს მნიშვნელობას მხოლოდ ჯეი დი ვენსის რეგიონულ ტურნესთან ბმაში განიხილავდნენ.

მე დარწმუნებული ვარ - ისინი აზრზე არ არიან და არც აინტერესებთ თბილისის საერთაშორისო დღის წესრიგი. არა და სწორედ აქ ტარდება რეგულარულად დარგობრივი კონფერენციები, ბიზნეს-სამიტები, საერთაშორისო გამოფენები და მსოფლიო დონის სპორტული ტურნირები. ამის მიზეზები ნათელია: განვითარებული ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა, ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს რეპუტაცია, როგორც სტაბილური პლატფორმისა საერთაშორისო დიალოგისთვის.

ამგვარად, უახლოესი კვირების კალენდარი უფრო ფართო ტენდენციაზე მიუთითებს. თბილისი თანდათან იმკვიდრებს თავს როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბი საერთაშორისო ფორუმების, ბიზნეს-სამიტებისა და პროფესიული კონფერენციებისთვის. ამის აღიარება ოპოზიციისთვის - პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია, ამიტომ პერიოდულად ჩვენ მივაყენოთ ხოლმე ეს ტკივილი,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი