დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ივნისი 2026, 07:44

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ ე.წ. „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოდკასტერ გიორგი კალატოზის ე.წ. „სკეჩს“, რომელშიც, კალატოზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მდგომარეობას საზოგადოების გასართობად და სიცილის გამოსაწვევად იყენებს.

ჩიხელიძის თქმით, გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე გაკეთებული ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება.

„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს. არსებობს თემები, რომლებზეც ხუმრობა უბრალოდ დაუშვებელია, რადგან საუბარია სიცოცხლისთვის ყოველდღიურ ბრძოლაზე. როდესაც ამ ბრძოლას ბავშვები გადიან, საკითხი კიდევ უფრო მძიმე და მგრძნობიარე ხდება.
გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება. როდესაც ადამიანი ამ ზღვარს კვეთს, ის საკუთარ თავზე ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე იმ ადამიანებზე, ვისზეც ხუმრობას ცდილობს.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღეს ზოგიერთი ადამიანი მზად არის ყურადღების მისაქცევად ყველაფერზე წავიდეს. აღარ არსებობს წითელი ხაზები, აღარ არსებობს ზღვარი, რომლის იქით გაჩერება აუცილებელია. თუმცა საზოგადოებისთვის უნდა არსებობდეს ღირებულებები, რომლებიც ხელშეუხებელია. კალატოზს მორალი არ აქვს და ადამიანობა როგორ ექნება?
ზოგი ადამიანი პოპულარობას კარგავს, ზოგი კი ადამიანობას, კალატოზმა დიდი ხანია არჩევანი გააკეთა, მან ადამიანობა დაკარგა“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი