დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ივნისი 2026, 18:59

უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, უბრალოდ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი!- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რითაც გიორგი გახარიას პასუხობს.

სამხარაძის თქმით, რაც შეეხება იმას, რომ ვინმე ვინმეზე ცუდს ამბობს მას შემდეგ, როდესაც დიდ თანამდებობას დატოვებს, ესეც გამორიცხულია ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში, რადგან მისივე თქმით, ის უღალატო კაცია, გულთან მიაქვს ნებისმიერის გასაჭირი, ყურადღებას არ აკლებს და, ამავე დროს, უზომოდ სამართლიანია.

„გახარიას ჩვეულ სტილში კაპასობას მინდა ვუპასუხო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომ „მესიჯების“ გაჟღერებას ავალებს ნორჩ გახარიელებს. თითქოს, პრემიერი რომ აღარ იქნები, მერე შენს წინააღმდეგ გუნდი განეწყობაო! ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ირაკლი კობახიძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ქვეყნის, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ და ეს პოსტი არანაკლებია პრემიერობისა. მისი გადადგომის მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ირაკლიმ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! გადადგომის შემდეგ ის, თავისი საქციელით, ადრეც, მაგრამ მაშინაც, პირადად ჩემთვის და „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის, სამაგალითო გახდა. დარჩა, გახდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტიულ საქმიანობაშიც ბევრი საქმე გააკეთა! ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია!

უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, არც მიფიქრია, უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ და უეჭველი დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი! რაც შეეხება იმას, რომ ვინმე ვინმეზე ცუდს ამბობს მას შემდეგ, როდესაც დიდ თანამდებობას დატოვებს, ესეც გამორიცხულია ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში! იმიტომ, რომ ირაკლი უღალატო კაცია, გულთან მიაქვს ნებისმიერის გასაჭირი, ყურადღებას არ აკლებს და, ამავე დროს, უზომოდ სამართლიანია! ერთგული კაცია და საამაყო ქართველი. ასე რომ, ვერ გაგახარებთ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, არც გქონდეთ იმედი! მოღალატეს ვექცევით ისე, როგორც იმსახურებს და ერთგულებს ბოლომდე მივყვებით”- წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი