დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 აგვისტო 2026, 21:05

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს“ და ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს ნათლად წარმოაჩენს.

ჩიხელიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც წარსულში რუსეთთან ურთიერთობებს არ აკრიტიკებდნენ, დღეს „რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად“ იქცნენ. მისი შეფასებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ „საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება პრაქტიკულად არ აქვთ“.

„პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს და ზუსტად ასახავს იმ ორმაგ სტანდარტს რომლითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს. ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობრები დღეს რუსეთის და რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად იქცნენ, რაც მთავარ პრობლემას და მათ რეალურ სახეს ავლებს, მათ გული უკრაინაზე შესტკივათ და არა საქართველოზე, ლოგიკურად პურივით უნდა იყოს, ოპოზიციის ამოსავალ წერტილს საქართველო უნდა წარმოადგენს, მაგრამ...

ოპოზიციის პრობლემა არის, რომ მათ პრაქტიკულად არ აქვთ საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება.

რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ით დაგვაკარგვინა, დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ქართველი დევნილად იქცა, დაინგრა და განადგურდა ჩვენი ქალაქები და სოფლები, მაგრამ მაშინ ამ ადამიანებს ასეთი რადიკალური რუსოფობია არ ჰქონიათ. პირიქით, რუსი ტურისტი, რუსული ფული და რუსეთთან ურთიერთობა მათთვის სრულიად მისაღები იყო.

2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო და უცებ რუსოფობია მათთვის უმთავრეს პოლიტიკურ ვალდებულებად იქცა.

ეს უბრალოდ პოლიტიკური ფერისცვალება და პოზიციის ცვლილება არ არის, ეს არის დაქვემდებარების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, დავალება მოდის და სრულდება ისე, რომ ოპოზიციად წოდებულ, ქვეყნის მტრებს ცვლილების შეტანის და მანევრის უფლება არ აქვს, სხვა შემთხვევაში როგორ ავხსნათ ეს აბსურდი საქართველოს ოკუპაციაზე დუმილი, უკრაინის ომზე ისტერიული რუსოფობია?
გამოდის, საქართველოს ტერიტორიის დაკარგვა მათთვის უკრაინის ტერიტორიის დაკარგვაზე ნაკლებად მტკივნეულია.

ეს ადამიანები გვესაუბრებიან სამშობლოს სიყვარულზე?“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი