დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 13:32

გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“ ნია იმნაძის დაკავებისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებების მოსმენის შემდეგ სწორედ ეს ხალხური სიბრძნე გამახსენდა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ნაცვლად ისინი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ.

მისივე თქმით, ასეთი ტრაგედიების შემდეგ საზოგადოების მისამართით მუქარის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და აგრესიული რიტორიკის გამოყენება არა მხოლოდ მიზანშეუწონელია, არამედ დანაშაულის ტოლფასად მიიჩნევა.

“ჩემი შეფასებით, ამ ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად ნია იმნაძის ქმედებები და მის მიერ დაშვებული შეცდომებია. მან გადაწყვიტა „მაგარი გოგოს“ იმიჯის შექმნა და გაავრცელა მითი, თითქოს არა მხოლოდ თანატოლები, არამედ მასწავლებელიც კი მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. სწორედ ამ ნარატივმა შექმნა ლეგენდა, რომელიც მოგვიანებით საკუთარ შეყვარებულსაც დააჯერა და საბოლოოდ ახალგაზრდა, განათლებული ადამიანის ტრაგიკულ სიკვდილამდე მივიდა საქმე.

თუ ნიას მიმართ მართლაც ჰქონდა ადგილი არასასურველ კომუნიკაციას, შევიწროებას ან რაიმე ფორმის ზეწოლას, მას შეეძლო ეს ფაქტები დაეფიქსირებინა. დღეს თითქმის ყველას აქვს მობილური ტელეფონი და ერთი აუდიოჩანაწერი, ვიდეო ან შეტყობინების ოჯახის წევრებისთვის ან შესაბამისი უწყებებისთვის წარდგენაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ პრობლემა დროულად მოგვარებულიყო და საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე არ მისულიყო.

ამის ნაცვლად, ნიას გადაწყვეტილებებმა და მისმა პოზიციამ მოვლენები ისეთი მიმართულებით განავითარა, რომელიც საბოლოოდ უმძიმესი შედეგით დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს გოგოს გამო ბიჭების დაპირისპირება, ჩხუბი ან ძალადობა გარკვეული „პრესტიჟის“ ან „კაცობის“ გამოვლინებაა. ეს მავნე კულტურა არაერთი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და ხშირად ასეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.

ჩემთვის გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ნაცვლად ისინი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ. ასეთი ტრაგედიების შემდეგ საზოგადოების მისამართით მუქარის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და აგრესიული რიტორიკის გამოყენება არა მხოლოდ მიზანშეუწონელია, არამედ დანაშაულის ტოლფასად მიიჩნევა.

რა თქმა უნდა, ადამიანურად ნებისმიერი დაკავებული მეცოდება. მებრალება ნია იმნაძეც და მისი ოჯახის წევრებიც, მაგრამ ეს ვერ გაამართლებს მისი დედის განცხადებებს, რომლისთვის სხვისი ახალგაზრდა შვილის სიკვდილი, ჩვეულებრივი ამბავია, საკუთარი შვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კი უდიდეს უსამართლობად. სანამ ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი, სწორედ მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის.”- წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი