შალვა პაპუაშვილი: აი, სადამდე მიიყვანეს მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 იანვარი 2025, 20:50

აი, სადამდე მიიყვანეს მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ? ,” - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს.

,,აი, სადამდე მიიყვანეს უპასუხისმგებლო და, ზოგჯერ, მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს. საკუთარი აზრი აშკარად არ გააჩნია.

როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ?

P.S. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ენჯეო "სამართლიან არჩევნებთან" (ISFED) ერთად, მისი დამფინანსებელი, აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) იყო ჩართული,” - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი