დავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითის“ გავლენის აგენტები დღეს უკვე მათთვის მიუღებელ ვაშინგტონს მაინც მიანიშნებენ, „რამე რომ იყოს“, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენს მხარეს ხომ დადგებიო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 მარტი 2025, 21:53

როგორც ვივარაუდეთ, „ანტიტრამპისტული“ კოალიციის სამიტები ჩატარდება ამიერიდან უფრო შემჭიდროებული სიხშირით. ლონდონში ორ მარტს გამართულ შეკრებას მოჰყვა მეორე, 15 მარტს ჩატარებული ვირტუალური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის იყო: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, კანადა, ავსტრალია, რა თქმა უნდა - ვოლოდიმირ ზელენსკი, NATO-ს გენერალური მდივანი და ა.შ. ერთადერთი, ვინც არ იყო მიწვეული, აშშ-ს თუნდაც რომელიმე წარმომადგენელი გახლდათ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, "დიფ სთეითის" გავლენის აგენტები დღეს უკვე მათთვის მიუღებელ ვაშინგტონს მაინც მიანიშნებენ, "რამე რომ იყოს", რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენს მხარეს ხომ დადგებიო, რაც თავხედობა ან უმეცრებაა მათი მხრიდან.

„ეს კოალიცია უკვე დაუფარავად "ეკონკურენტება" სამკუთხედს - "ვაშინგტონი-კიევი-მოსკოვი", ირიბად გამოთქვამს იმედს, რომ მათ ალტერნატიულ "სამშვიდობო" გეგმებს დაეთანხმება ვაშინგტონი, მაგრამ ჯიუტად აიგნორებს მოსკოვის პოზიციას, თითქოს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში კრემლს არაფერი ესაქმება. სამიტის მოდერატორმა, ბრიტანელმა პრემიერმა სტარმერმა განაცხადა: "ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე, გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, გავამკაცრებთ ეკონომიკურ სანქციებს, რათა დავასუსტოთ პუტინის სამხედრო მანქანა და ვაიძულოთ ის მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას".

ანუ, არაფერი ახალი სტარმერს არ უთქვამს, რაც არ გაუკეთებიათ ბოლო სამი წლის განმავლობაში: 22 ათასი სანქცია, აშშ-ს და ევროკავშირის მიერ ერთობლივად გაწეული ნახევარი ტრილიონი დოლარის ოდენობა უკრაინისთვის, უწყვეტი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება, რამაც "რატომღაც" ვერ დაასუსტა კრემლი და სადღაც -კიდევ უფრო გააძლიერა. მაგრამ, დღეს, როდესაც ამ მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს შეიძლება გამოეცალოს ამერიკა, "ანტიტრამპისტული" კოალიცია როგორც არასდროს ისე უფრო მამაცი და ოპტიმისტურია. თუმცა ამ ვირტუალური სამიტის წევრებს შორის აქაც არ იყო ერთსულოვნება.
მაგალითად, ზელენსკის წინადადებას - უსაფრთხოების გარანტიის ტოლფასად, უკრაინის ტერიტორიაზე ევროპის საკუთარი შეიარაღებული ძალების განლაგების თაობაზე, ერთსულოვნება არ მოჰყოლია. სამიტის წევრების დიდმა ნაწილმა თითქოს "წაუყრუა" სერგეი ლავროვის ხისტ განცხადებას, რომ რუსეთი ამას არ დაუშვებს. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, დანიამ და ავსტრალიამაც კი მზადყოფნა გამოთქვეს უკრაინაში თავისი ჯარების გაგზავნაზე. თუმცა იტალიამ და თურქეთმა ამის შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხეს.

და ყველაზე საინტერესო: სამიტის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მონაწილეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და იმედი გამოთქვეს, რომ ვაშინგტონი მათი კოალიციის "სამშვიდობო" ძალისხმევას მხარს დაუჭერს. Bloomberg-მა თებერვლის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა ვაშინგტონის პირდაპირი გზავნილი ევროკავშირის ქვეყნების მისამართით: 1) მყარი მშვიდობის დასამყარებლად, უსაფრთხოების გარანტიების რა პაკეტის შემოთავაზებას აპირებს ევროპა უკრაინისთვის და 2) რა რეაგირებას აპირებენ ისინი, თუკი უკრაინაში განლაგებულ მათ კონტინგენტს რუსეთი თავს დაესხმის.

ამ ფონზე, NATO-ში იმ ამერიკის როლისა და მნიშვნელობის გახსენება, რომელსაც საკუთარ წვეულებებზე არც კი პატიჟებენ, ხოლო ტრამპს კი დაუფარავად ვერ იტანენ, "გულისამაჩუყებელია" იმ რეალური საშიშროების წინაშე, როდესაც უკრაინის ომის გამომწვევი ანტირუსული პროვოცირების არათუ შეწყვეტას, არამედ გამწვავებას აპირებენ "დიფ სთეითის" გავლენის აგენტები. თანაც, დღეს უკვე მათთვის ამ მიუღებელ ვაშინგტონს მიანიშნებენ, "რამე რომ იყოს", ჩვენს მხარეს ხომ დადგებიო. ამას თავხედობა ჰქვია თუ უმეცრება, ვერ გეტყვით...“, - წერს დავით ქართველიშვილი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი